ტურიზმის მიმართულებით, ასისტენტ-პროფესორი
კულტურული მემკვიდრეობის მართვის სპეციალისტი (ბრანდენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია), თხუთმეტ წელზე მეტია მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება როგორც საჯარო სამსახურს (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტი და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია – 2005-2006 წწ.), ასევე სამუზეუმო (საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი – 2006-2009 წწ.), კერძო სექტორსა (არტ-ვილა გარიყულა 2009-2010 წწ.) და აკადემიურ სფეროს (თბილისის სამხატვრო აკადემია – 2005 წ., ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2011-2018 წწ.).
ბოლო წლები აქტიურად მუშაობდა არასამთავრობო სექტორში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, მათ შორის ICOMOS საქართველოში 2011-2014 და 2024 წლებში. მანანა თევზაძე დაარსების დღიდან 2024 წლამდე ხელმძღვანელობდა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს, რომელშიც განახორციელა ათზე მეტი საერთაშორისო პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული) დასაცავად. 2016 წელს გაიარა ICCROM-ის (კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრი) საერთაშორისო ტრენინგი თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისების დროს“ და მას შემდეგ იკრომის მეთოდოლოგიით ატარებს ტრენინგებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ICCROM-ისა და UNESCO-ს მიწვევით მას აქვს საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების გამოცდილება.
ამავდროულად მანანა თევზაძეს აქვს კულტურული მემკვიდრეობის დამოუკიდებელ კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო განვითარების პროექტებში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით.
მანანა თევზაძე არაერთი სტატიის ავტორი და პროფესიული ლიტერატურის თარგმანის ავტორი და რედაქტორია. 2017-2020 წლებში იყო საერთაშორისო ლურჯი ფარის საბჭოს არჩეული წევრი და მდივანი, 2019 წლიდან დღემდე ICOMOS საქართველოს მდივანი და 2017 წლიდან დღემდე ICOM საქართველოს საბჭოს წევრია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისების დროს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა დევნილ თემში, იუნესკოს 1954 წლის ჰააგის კონვენციისა და მისი ორი ოქმის განხორციელების საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ფასეულობების დაცვასთან მიმართებით.
რჩეული პუბლიკაციები
პუბლიკაციების ვრცელი სია