მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი





ჯაბა მესხიშვილმა 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთის ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტიზის სპეციალობით და მიიღო ბაკალავრის ხარისხი.  2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ისტორიის მაგისტრის ხარისხი. 2010 წელს მოიპოვა იაპონიის მთავრობის 2 წლიანი სტიპენდია (MEXT), რომლის საშუალებითაც კობეს უნივერსიტეტში იმყოფებოდა მკვლევარი სტუდენტის სტატუსით. 2012 წელს მეორედ მოიპოვა იაპონიის მთავრობის 2 წლიანი სტიპენდია (MEXT) და 2014 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი (კობეს უნივერსიტეტი, იაპონიის ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულება). 2012-2013 წლებში კობეს უნივერსიტეტში მუშაობდა ლექტორის ასისტენტის პოზიციაზე. 2014 წელს მესამედ მოიპოვა იაპონიის მთავრობის 3 წლიანი სტიპენდია (MEXT) და 2017 წელს მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (კობეს უნივერსიტეტი, იაპონიის ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულება – (დისერტაციის სათაური – „მეოცე საუკუნის დასაწყისში იაპონია- საქართველოს ურთიერთობების ისტორია“). 2017-2022 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ასისტენტ-მკვლევარისა და ასოცირებული მკვლევარის პოზიციებზე. 2018 წლიდან  იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი და ამავე ინსტიტუტის აკადემიური საბჭოს წევრი. 2022 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. •

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

იაპონოლოგია; შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია, კულტურა და საერთაშორისო ურთიერთობები; საქართველოსა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების კავშირები;

რჩეული პუბლიკაციები

  • „რუსეთ-იაპონიის ომი და ქართველები (1904-1905)“, ახლო აღმოსავლეთი და საქართველო X. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2018;
  • „რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია XIX ს. საუკუნის დასაწყისში – შავი ზღვისპირეთში რუსეთის ექსპანსიის თეორიის გადასინჯვა“. საპორტო ქალაქების კვლევის ჟურნალი, საპორტო ქალაქების კვლევის ცენტრი, კობე, 2017.

სტატიები ჟურნალებში

  • „რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომის მიმართ განწყობები საქართველოში“. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო XIV, 2021; 
  • „რუსეთ-იაპონიის ომი ქართულ პოეზიაში“. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო XII, 2020; 
  • „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ რამდენიმე ცნობა 1918-1921 წლების იაპონურ პრესაში“, ახლო აღმოსავლეთი და საქართველო XI, 2018;
  • „იაპონია-რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულება და კურილიის კუნძულების პრობლემა“, თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი XI, 2017;
  • „მუკდენის ინციდენტის გავლენა მსოფლიოზე“ სამეცნიერო შრომების კრებული, კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2015;
  • „რუსული მართლმადიდებლური ეკლესია იაპონიაში (XIX ს.)“ ქრისტიანობის კვლევები, უნივერსალი, თბილისი, 2009.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

იაპონური ენის პრაქტიკული კურსი A2; იაპონური ენის პრაქტიკული კურსი B1-2; შორეული აღმოსავლეთის ზოგადი კურსი

იაპონური ენის პრაქტიკული კურსი A1; იაპონური ენის პრაქტიკული კურსი B1-1;

  • იაპონური ენის პრაქტიკული კურსი 2 (2020 წლიდან დღემდე, გაზაფხულის სემესტრი – საბაკალავრო კურსი);
  • იაპონური ენის პრაქტიკული კურსი 1 (2019 წლიდან დღემდე, შემოდგომის სემესტრი – საბაკალავრო კურსი);
  • იაპონური ენის პრაქტიკული კურსი A2 (2018 წლიდან დღემდე, გაზაფხულის სემესტრი – საბაკალავრო კურსი);
  • იაპონური ენის პრაქტიკული კურსი A1 (2017 წლიდან დღემდე, შემოდგომის სემესტრი – საბაკალავრო კურსი);
  • შორეული აღმოსავლეთის ზოგადი კურსი (2017 წლიდან დღემდე, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრები – საბაკალავრო კურსი).