უჯრედული სასიგნალო სისტემების მიმართულებით (Cell Signaling) ასისტენტ- პროფესორი
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით, შემდეგ 2004 წელს – ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით „მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგია“. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით. 2007 წლიდან მუშაობს ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი) ბიოქიმიის განყოფილებაში. 2011 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარია, ხოლო 2022 წლიდან – ასისტენტ-პროფესორი უჯრედული სასიგნალო სისტემების მიმართულებით. კვლევის ძირითადი სფერო – ჯანმრთელი და სიმსივნური უჯრედების სასიგნალო სისტემები, პროტოონკოცილები და მათთან დაკავშირებული ეფექტორული მოლეკულების აქტივობა, პოსტტრანლაციური მოდიფიკაციები და უჯრედშიდა ლოკალიზაცია. კვლევას აწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტში.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
შემოდგომის სემესტრი: სამაგისტრო კურსები:
გაზაფხულის სემესტრი საბაკალავრო კურსები:
სამაგისტრო კურსები: ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები |