მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოსოფიის მიმართულებით ასისტენტ- პროფესორი





2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბაკალავრო საფეხურის დამთავრების შემდეგ, თამარ ხუბულავამ სწავლა განაგრძო გერმანიის ფედერაციაში, იენასა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ფილოსოფიაში. 2016-2021 წლებში კი მუშაობდა სადოქტორო ნაშრომზე, გვიანანტიკური ფილოსოფიის მიმართულებით, გერმანიის ფრაიბურგისა და შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტებში. 2021 წლის 6 სექტემბერს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი, სახელწოდებით: „გზად ერთისკენ ჩვენში პროკლესა და იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში“. 2022 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ანტიკური და გვიანანტიკური ფილოსოფია, ქართული ფილოსოფიური აზრი

წიგნები

  • Auf dem Weg zum Einen in uns bei Proklos und Ioane Petrizi, Academia Verlag, Baden-Baden 2022

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • გვიანანტიკური ფილოსოფია – 2022/2023 წლის გაზაფხულის სემესტრი
  • პლატონი და არისტოტელეს ფილოსოფია – 2022/2023 წლის გაზაფხულის სემესტრი
  • სიყვარულის (ეროსის) ცნება პლატონის ფილოსოფიაში – 2022/2023 წლის გაზაფხულის სემესტრი
  • სულის მოძღვრება ნეოპლატონურ ფილოსოფიაში – 2022/2023 წლის გაზაფხულის სემესტრი
  • სტოიკური ფილოსოფია და ეთიკა – 2022/2023 წლის გაზაფხულის სემესტრი
  • იოანე პეტრიწის თარგმანი და კომენტარი პროკლეს „თეოლოგიის საფუძვლებისა“ – 2022/2023 წლის გაზაფხულის სემესტრი