მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულებით





კონსტანტინე ლადარიამ 2008 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხური სოციოლოგიის სპეციალობით. 2010 წელს ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა კულტურის კვლევების მაგისტრის წოდება, ხოლო 2023 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „პოსტსაბჭოთა ქართული სტალინისტური ლიტერატურა: ტრავმის კონსტრუირება” და მოიპოვა სოციოლოგის დოქტორის წოდება.აკადემიური კარიერის მანძილზე კონსტანტინე ლადარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ესწავლა და ჩაეტარებინა კვლევები ისეთ საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და ფონდებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა: შვეიცარიის კავკასიის აკადემიური ცენტრი (ASCN), ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრი (ZFL, ბერლინი), ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (NUPI, ოსლო) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (თბილისი). იგი არის კავკასიის მეხსიერების კვლევის ცენტრის წევრი და მკვლევარი.

კონსტანტინეს ავტორობითა და თანაავტორობით გამოცემული აქვს მონოგრაფია და ოთხი სტატია შემდეგ თემებზე:რელიგიური ნაციონალიზმი საქართველოში, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა საკითხი, ემიგრაციის დისკურსი პოსტსაბჭოთა საქართველოში და რუსული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • რელიგიის სოციოლოგია,
  • პოსტ-საბჭოთა კვლევები,
  • მეხსიერების კვლევები,

რჩეული პუბლიკაციები

წიგნები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

რელიგია და საზოგადოება

რელიგია და საზოგადოება; წამების ეთიკა: თეორია და პრაქტიკა. ისტორიული და თანამედროვე მაგალითები

  • რელიგია და საზოგადოება (BA)
  • წამების ეთიკა: თეორია და პრაქტიკა. ისტორიული და თანამედროვე მაგალითები (MA)
  • რელიგიის შესწავლა: კლასიკური მემკვიდრეობა და თანამედროვე მიდგომები (MA)