ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი,კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით





დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები კომპიუტერულ მეცნიერებებში. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად იყენებდა C++, C# და java ენებს როგორც სასწავლო პროცესში, ასევე მცირე ზომის პირად პროექტებში.
იმავე მიმართულებით დაიცვა დოქტორის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში შეიმუშავა ბიბლიოთეკა, შეასრულა რამდენიმე პროექტი, დაწერა რამდენიმე პუბლიკაცია და მონაწილეობა მიიღო კონფერენციებში. ხელმძღვანელს უწევდა ასისტენტობას.
2011 წლიდან მუშაობს ამჟამინდელ დამსაქმებელთან პროგრამისტის პოზიციაზე. ამ პერიოდში შესრულებული აქვს მრავალი პროექტი. ტექნოლოგიები მოიცავს:

  •  C++,
  •  C#,
  •  java,
  •  HTML,
  • css,
  •  javascript,
  • NodeJS,
  •  expressjs,
  •  feathersjs,
  •  svelte,
  •  typescript,
  •  nativescript,
  •  svelte native,
  •  kotlin,
  • git,
  •  bitbucket,
  •  github,
  • swift,
  • objective c,
  • glassfish,
  •  widlfly,
  •  jboss და მრავალი სხვა.

ემსახურება ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა:

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • თბილისის იუსტიციის სახლი
  •  იუსტიციის სახლის რეგიონების ფილიალები
  •  საქართველოს ბანკი
  •  თიბისი ბანკი
  •  ევექსის კლინიკები
  •  თბილისის მერია
  • ლიბერთი ბანკი
  • ეროვნული სასამართლო და მრავალი სხვ.

აქტიურად ეცნობა სიახლეებს, მონაწილეობს უცხოურ კონფერენციებში და გადის ტრენინგკურსებს. აქვს 43 სერტიფიკატი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • NLP – ბუნებრივი ენის დამუშავების მეთოდები
  • ნეირონული ქსელები
  • სტატისტიკა
  • დისკრეტული მათემატიკა
  • რიცხვთა თეორია
  • ლოგიკა
  • აზროვნების ფორმები

სტატიები ჟურნალებში

  1. თ. შავიშვილი. „ელექტრონული სწავლება: აქტუალობა და გამოწვევები“ 2021, მაისი. ავტომატიზებული სისტემების კათედრის დაარსებიდან 50-ე წლისთავისა და მისი დამაარსებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები“. სტუ., „შრომები, მართვის ავტომატიზებული სისტემები“, 2021, №1 (32), გვ. 329-323. ISSN 1512-3979
  2. თ. შავიშვილი. „უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამული კომპლექსი მოსწავლე ახალგაზრდობისათვის“. SECURITY SOFTWARE FOR SCHOOL YOUTH. გვ. 49-55. სტუ., „შრომები, მართვის ავტომატიზებული სისტემები“, 2020, №2 (31), გვ. 49-55. ISSN 1512-3979
  3. თ. შავიშვილი. NodeJS – Mobile, Desktop GUI და CLI აპლიკაციების დეველოპმენტის მიმოხილვა. სტუ., ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – 2021, თეზისების კრებული. გვ. 45-47. ISBN 978-9941-8-3467-7
  4. გ. ღვინეფაძე, თ. შავიშვილი. „გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანობის ამაღლების გზები.“ თბილისი. სტუ-ის გამომცემლობა, „შრომები“, 2020, №1 (515), გვ. 80-93. ISSN 1512-0996
  5. გ. ღვინეფაძე, თ. შავიშვილი. „On-line სახელმძღვანელოების დაპროექტების კონცეფცია“. თბილისი. სტუ-ის გამომცემლობა, „შრომები“, 2021, №1 (519), გვ. 40-54. ISSN 1512-0996
  6. გ. ღვინეფაძე, თ. შავიშვილი. „ინტერდისციპლინური მიდგომების ეფექტიანობა მეცნიერული კვლევებისა და სწავლების პროცესებში“. 2021, მაისი. ავტომატიზებული სისტემების კათედრის დაარსებიდან 50-ე წლისთავისა და მისი დამაარსებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები“. სტუ., „შრომები, მართვის ავტომატიზებული სისტემები“, 2021, №1 (32), გვ. 316-319. ISSN 1512-3979

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • დიზაინის ნიმუშები (ENG);
  • მონაცემთა ბაზები და საინფორმაციო სისტემები (ENG);
  • მრავალდონიანი აპლიკაციების დაპროგრამება
  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება;
  • შესავალი დაპროგრამებაში