პროფესორი, ფილოლოგიის მიმართულებით
ლევან ცაგარელი სწავლობდა გერმანულ ფილოლოგიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1998-2004), ასევე შედარებით ლიტერატურათმცოდნეობასა და სკანდინავისტიკას ჰამბურგის (2001), ვენისა (2002, 2009) და სტოკჰოლმის (2005) უნივერსიტეტებში. მონაწილეობდა შილერის საერთაშორისო დღეებში (ვაიმარი, 1999), ინსბრუკის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსში (2000), ლიტერატურათმცოდნეობის საზაფხულო სკოლაში (მარბახი, 2003), ღია სამყაროს ლიდერობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამასა (ჩიკაგო, 2010) და რობერტ ბოშის ფონდის საზაფხულო აკადემიაში (შტუტგარტი, 2014). 2006-2009 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფრო სპეციალისტი. 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: არნო შმიტის გვიანდელი პროზა, როგორც მეტაფიქცია (2008 წ.). 2009 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი (2010-2011). სხვადასხვა დროს ხანმოკლე კვლევითი მივლინებით იმყოფებოდა ზაარბრიუკენის (2008), დიუსელდორფის (2010, 2013-2014, 2016), ბერლინში ჰუმბოლტის (2014 წ.), ვენისა (2009, 2015 წწ.) და ფრიბურგის (2016 წწ.) უნივერსიტეტებში. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიების („წლის საუკეთესო რომანი“ და „საუკეთესო ლიტერატურული თარგმანი“) ჟიურისა და კათოლიკური აკადემიური გაცვლის სამსახურის (KAAD) კომისიის წევრი. გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის პროგრამის – Go East – ფარგლებში ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ საზაფხულო სკოლას გერმანელი სტუდენტებისთვის Faszination Kaukasus (2013-2014 წწ.). 2016 წლიდან ჩართულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ „საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისთვის“ დაფინანსებულ საგრანტო პროექტში „ქართველთა კულტურული ნაკვალევი გერმანიაში“. მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის კითხვის სტუდენტური კლუბის შეხვედრების ორგანიზებასა და წარმართვაში.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
ცაგარელი, ლევან (2008) „არნო შმიტის გვიანდელი პროზა, როგორც მეტაფიქცია“. სადისერტაციო ნაშრომი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. (http://old.press.tsu.ge/GEO/internet/disertaciebi/disertacia%20saboloo.pdf
გამოყენებითი გერმანისტიკის შესავალი; გერმანულენოვანი ლიტერატურა მოდერნიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე; დასავლური ლიტერატურა შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე; ლიტერატურათმცოდნეობითი თეორიები; ტრავმა ლიტერატურასა და კულტურაში: თეორიული პოზიციები და ანალიტიკური მიდგომები; დიალოგურობიდან ინტერმედიალობამდე: ლიტერატურის კომპარატისტული კვლევის ძირითადი პრინციპები
კულტურის კვლევების შესავალი; საბაკალავრო ნაშრომი (ლიტერატურათმცოდნეობა); ფანტასტიკა დასავლურ ლიტერატურაში; ნარატივის თეორია; გერმანულენოვანი სამყაროს ლიტერატურა და კულტურა მეოცე საუკუნეში; ლიტერატურის სოციოლოგია: პროდუქცია, დისტრიბუცია, რეცეფცია
გასულ სემესტრებში წაკითხული კურსები:
ბაკალავრიატი
ლიტერატურა და კინოხელოვნება (2009-2015 სასწავლო წლები)
კულტურის კვლევების შესავალი (2014-2015 სასწავლო წელი)
გერმანულენოვანი ლიტერატურა შუა საუკუნეებში (2010-2015 სასწავლო წლები)
გერმანულენოვანი ლიტერატურა განმანათლებლობიდან რომანტიზმამდე (2011-2014 სასწავლო წლები)
გერმანულენოვანი ლიტერატურა რეალიზმიდან ექსპრესიონიზმამდე (2010-2015 სასწავლო წლები)
გერმანულენოვანი ლიტერატურა მოდერნიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე (2010-2015 სასწავლო წლები)
დასავლური რომანი XVIII-XX საუკუნეებში (2011-2015 სასწავლო წლები)
ევროპული ლიტერატურა (XVIII-XX საუკუნეებში) (2009-2010 სასწავლო წელი)
ლიტერატურული ტექსტის ანალიზი (2009-2012 სასწავლო წლები)
ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი (2009-2010 სასწავლო წელი)
საბაზო მოდულის შესავალი კურსი ფანტასტიკა დასავლურ ლიტერატურაში (2009-2015 სასწავლო წლები)
მაგისტრატურა
ნარატიული ჟანრების ისტორიული პოეტიკა (2015-2016 სასწავლო წელი)
ნარატოლოგია / თხრობის თეორია (2010-2015 სასწავლო წლები)
გერმანულენოვანი ლირიკა (2011-2015 სასწავლო წლები)
გერმანულენოვანი ლიტერატურა მეოცე საუკუნეში (2013-2014 სასწავლო წელი)
გერმანულენოვანი დრამის ისტორია (2010-2013 სასწავლო წლები)
ლიტერატურათმცოდნეობის მეთოდები (2009-2010 სასწავლო წელი)
დოქტორანტურა
სადოქტორო სემინარი (2013-2014 სასწავლო წელი)
კვლევითი სემინარი (2013-2015 სასწავლო წლები)
ინტერპრეტაციის თეორიები (ლიტერატურული სემანტიკა) (2012-2014 სასწავლო წლები)
კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები:
საჯარო ლექციები:
ლევან ცაგარელის ხელმძღვანელობით შესრულებული სამაგისტრო ნაშრომები
ამჟამად ხელმძღვანელობს ხუთ სამაგისტრო და ორ სადოქტორო ნაშრომს.