პროფესორი, ორიენტალისტიკის მიმართულებით
ლალი გულედანმა უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სემიტოლოგიის სპეციალობით.
1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2006 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორიენტალისტიკის მიმართულების პროფესორია.
1994 წლიდან დღემდე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ებრაულ-არამეული ფილოლოგიის მიმართულებაზე როგორც მიწვეული პედაგოგი კითხულობს ებრაული ენის კურსს.
1995-2006 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის კათედრის ებრაული ენის პედაგოგად მუშაობდა. 1991-2009 წლებში იყო ებრაული ენის პედაგოგი აზია-აფრიკის ინსტიტუტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში.
1980-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
1975-1985 წლებში იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის უცხო ენების განყოფილების არაბული ენის პედაგოგი.
2003 წლიდან დღემდე ”მუზეუმების გაერთიანების” აკადემიკოს კოტე და მხატვარ სოსო წერეთლების მუზეუმის ჯერ ფონდების უფროსი, ხოლო 2017 წლიდან კურატორია.
იყო ილიას უნივერსიტეტის პირველი მოწვევის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
ებრაული ფილოლოგია (კერძოდ, ებრაული გრამატიკის, ლექსიკოლოგიისა და ლიტერატურის საკითხები); ქართულ-ებრაული ლიტერატურული ურთიერთობები.
წიგნები
სტატიები
პუბლიკაციების ვრცელი სია:
კონფერენციები:
ებრაული თემატიკის ქართული ხელნაწერები, კ. წერეთლის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე), 2005
ბიბლიის ენა; ბიბლიის შესავალი (ძველი აღთქმა); ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნები; ივრითი - „გაცოცხლებული“ ბიბლიის ენა
ახლო აღმოსავლური ცივილიზაცია და კულტურა; ბიბლიის ენა; ბიბლიის შესავალი (ძველი აღთქმა); ივრითი - „გაცოცხლებული“ ბიბლიის ენა
ბაკალავრიატი:
• ებრაული ლიტერატურის ისტორია (ძველი პერიოდი)
• ებრაული ლიტერატურის ისტორია (ახალი პერიოდი)
• ებრაული ენის ფონეტიკის თავისებურებანი
• ებრაული ენის მორფოლოგია I
• ებრაული ენის მორფოლოგია II
• ებრაული ენის სინტაქსი
• ებრაული ენის ლექსიკოლოგია
• „ალიების“ ისტორია და თანამედროვე საზოგადო მოღვაწენი
• შალომ ალეიხემისა და პერეცის მოთხრობები და ცნობილი ებრაელი პოეტების პოეზიის ნიმუშები
• აღმოსავლეთი - სტერეოტიპი და რეალობა
• ახლო აღმოსავლეთის (ებრაული) კულტურა და ცივილიზაცია
• ბიბლიის შესავალი
• ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნები
• ბიბლიის ენა
• ბიბლიური წინასწარმეტყველნი
• ებრაული ენის პრაქტიკული კურსი - საბაზო დონე I
• ებრაული ენის პრაქტიკული კურსი - საშუალო დონე I, I I
• ებრაული ენის პრაქტიკული კურსი-საშუალო დონე I I I, IV
მაგისტრატურა:
• ეკონომიკური ტექსტების ლინგვისტური ანალიზი
• პოლიტიკური დოკუმენტების ლინგვისტური ანალიზი
• იურიდიული და სოციალური დოკუმენტების ლინგვისტური ანალიზი
მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:
2016-2019 _ ქართველი ებრაელების მეტყველება ისრაელში, რუსთაველის ფონდის დაფინანსებით
2013-2017 _ “ებრაული იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის დასაწყისში”; საერთაშორისო გრანტი ფრანკფურტის, გოეთეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ვოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით
2005 _ ”ლინგვისტური ტერმინოლოგია სემიტურ ენებში – არაბული, ებრაული, ეთიოპური – გეეზი (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი)
2003-2004 – “ზმნის უღვლილების სისტემა თანამედროვე სემიტურ ენებში” (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი)
2000-2001-2002 – “არაბულ-ქართული და ებრაულ-ქართული ლექსიკონი” (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი)
1997-1998-1999 – “ქართულ-არაბულ-ებრაული ლექსიკონი” (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი).