ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მიმართულებით (წყაროთმცოდნეობა-ეპიგრაფიკა)
თეიმურაზ გივის ძე ჯოჯუა დაიბადა 1972 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ თბილისში.
1978-1989 წლებში სწავლობდა თბილისის 160-ე საშუალო სკოლაში, 1990-1993 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (საღამოს სწავლება), 1993-1996 წლებში – იმავე უნივერსიტეტის ისტორიისა და მეორადი სწავლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე, 1996-1999 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 2008-2009 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.
2102 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2000 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში სხვადასხვა სამეცნიერო, პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.
2013 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ისტორიის (წყაროთმცოდნეობა-ეპიგრაფიკის) მიმართულებით.
ჰყავს მეუღლე და ვაჟი. მეუღლე შორენა ანაჯაფარიძე მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, სამმართველოს უფროსად. ვაჟი ლუკა ჯოჯუა სწავლობს საერთაშორისო ქართული სკოლის (IGS) მე-10 კლასში.
1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მაშველთა კორპუსისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ბრიგადის სადაზვერვო ასეულ „ორბის“ შემადგენლობაში.
1994-2000 წლებში მუშაობდა ძეგვის მიუსაფარ ბავშვთა სახლში მოხალისე პედაგოგად.
საქართველოს ისტორია; საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა; ეპიგრაფიკა; შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები და მათი ანდერძ-მინაწერები; დიპლომატიკა
წიგნები
სტატიები ჟურნალებში
პუბლიკაციების ვრცელი სია (2010-2017)
საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები 2 (XII-XIX სს.); ქართული ეპიგრაფიკა; ძველი ქართული საიდუმლო დამწერლობა; სადოქტორო სემინარი I; იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები, როგორც საისტორიო წყარო; სომხეთის ქართული ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო
საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები 1 (ძვ. წ. XII ს. - ახ. წ. XI ს.); ტაო-კლარჯეთის ქართული ეპიგრაფიკული მემკვიდრეობა; ქართული წყაროთმცოდნეობა; საქართველოს ეპიგრაფიკა; საქართველოს ისტორია:წერილობითი წყაროს წაკითხვა და მისი ინტერპრეტაცია