პროფესორი, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით
ნინო ფირცხალავამ 1980 წელს დაამთავრა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ანტიკურობის რეცეფციის პრობლემა თანამედროვე დასავლეთ ევროპულ დრამატურგიაში“ . 1994 სადოქტორო დისერტაცია „სამყაროსა და კულტურის მოდელი თომას მანის შემოქმედებაში მისი კულტურფილოსოფიური იდეების შუქზე”. 1994-1998 წლებში იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ავსტრიის საელჩოს კულტურის ინსტიტუტის გერმანულენოვანი ლიტერატურის პედაგოგი. 1996-1998 წლებში იყო თეირანის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტთა ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1986 -2005 იყო თსუს ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიის და თეორიის კათედრის პროფესორი. 2005-2006 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2006- 2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 2010 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი.
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა,კრიტიკული თეორია, ისტორიის ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია და ფილოსოფია, კულტურის კვლევები
წიგნები
ჯადოსნური მთა. ილიაუნის გზამკვლევი. 2020. https://guide.iliauni.edu.ge/books/jadosnuri-mtha-2/?fbclid=IwAR2z6Z23kijatkQ4w-YUHzjVViHK2b9RcTV6hmPFHs1ZYiPWst5UR60lhXk
პუბლიკაციების ვრცელი სია
| თემატოლოგია; ლიტერატურისა და ფილოსოფიის ინტერფერენციის პრობლემა |
მსოფლიო ლიტერატურის სიუჟეტები და მოტივები
ფილოსოფიური აზროვნების მნიშვნელოვანი ეტაპები ევროპაში და მათი გავლენა ლიტერატურაზე