2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბაკალავრო საფეხურის დამთავრების შემდეგ, თამარ ხუბულავამ სწავლა განაგრძო გერმანიის ფედერაციაში, იენასა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ფილოსოფიაში. 2016-2021 წლებში კი მუშაობდა სადოქტორო ნაშრომზე, გვიანანტიკური ფილოსოფიის მიმართულებით, გერმანიის ფრაიბურგისა და შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტებში. 2021 წლის 6 სექტემბერს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი, სახელწოდებით: „გზად ერთისკენ ჩვენში პროკლესა და იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში“. 2022 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე.