ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, გარემოს ინჟინერიის მიმართულებით





ელინა ბაქრაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე; ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად  ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. 2014 წელს მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; მიღებული აქვს მონაწილეობა 20-მდე საერთაშორისო კონფერენციაში; არის თანაავტორი წიგნისა „ეკოლოგიური პრობლემები“, თბილისი, 2014;  ‘’მძიმე მეტალები საქართველოს ნიადაგებში’’ 2018წ. შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონმა 2018 წელს  მიენიჭა საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსი; 2019 წ. მისი თანაავტორობით გამოიცა ინგლისურენოვანი წიგნი  ‘’მიწის რეფორმა პოსტსაბჭოთა სივრცეში’’. 2021 წელს ‘’ვენახი და გარემო’’.  არის არაერთი პროფესიული ორგანიზაციის წევრი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის,  ტექნიკური შემფასებელი ISO 17025-ის მიხედვით  აკრედიტაციის ცენტრში; ევროპული წყლის რესურსების ასოციაციის წევრი; საქართველოს ქიმიური საზოგადოების წევრი, 2017 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტი და სხვა.

ამასთანავე, ე.ბაქრაძე აქტიურად არის ჩართული მიმდინარე გარემოსდაცვით ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში. გარემოს დაცვით სფეროში სხვადასხვა კუთხით გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი საზღვარგარეთ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: გერმანია, ირლანდია, ჰოლანდია, ფინეთი, ესტონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, საფრანგეთი და ა.შ.   გაცვლითი პროგრამით წყლის მართვაზე წყლის ჩარჩო დირექტივს შესაბამისად იმყოფებოდა UNESCO-IHE ინსტიტუტში დელფტში; 2023წ იმყოფებოდა ქ. სან დიეგოში ( კალიფორნია) SDSU- Georgia faculty Development Program;

ქალბატონ ელინას აქვს ძალიან კარგი განათლება და ამ განათლების სათანადოდ გამოყენებისთვის საჭირო ყველა ანალიტიკური და პროფესიული უნარი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები ; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები, გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;

რჩეული პუბლიკაციები

  • Arsenic contamination in Racha and Lower Svaneti district of Georgia, consequences and remediation strategies E. Bakradzea*, T. Butkhuzib , S. Khmiadashvilic , E. Buninb , K. Didebulidzeb , A. Gujabidzeb N. Dumbadzeb , T. Glurjidzeb , A. Giorgadzeb Annals of Agrarian Science 19 (2021) 191-198 Journal homepage: http://journals.org.ge/index.php;
  • ’მძიმე ლითონები საქართველოს ნიადაგებში’‘ წიგნი ლამბერტის აკადემიური გამოცემა თენგიზ ურუშაძე, იური ვოდიანიცკი, ელინა ბაქრაძე 2018 117 გვერდი https://www.morebooks.de/
  • Microorganisms and Plants as Tools for Phytoremediation of Soil Polluted with Different Forms of Arsenic Asatiania, E. Bakradzeb, T. Butkhuzic, K. Didebulidzec, A. Gujabidzec, T. Kartvelishvilia, G. Khatisashvilic, S. Khmiadashvilid, M. Kurashvilic*, M. Pruidzec, D. Razmadzec, N. Sapojnikovaa, T. Varazic  2021 Annals of Agrarian Science;
  • ‘’რემედიაციული მიდგომები დარიშხანით დაბინძურების მიმართ’’ Open access peer-reviewed chapter – ONLINE FIRST (Gia Khatisashvili, Tamar Varazi, Maritsa Kurashvili, Marina Pruidze, Evgeni Bunin, Kakha Didebulidze, Tinatin Butkhuzi, Elina Bakradze, Nino Asatiani, Tamar Kartvelishvili and Nelly Sapojnikova)  Submitted: April 6th 2021Reviewed: June 8th 2021გამოქვეყნდა: ივლისი 02  2021DOI: https://www.intechopen.com/online-first/77387 ;

წიგნები

  • წიგნი  ‘’ვენახი და გარემო’’    თ. ურუშაძე; გ. წერეთელი; ე. ბაქრაძე; გ.ალექსიძე ა. თხელიძე გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა თბილისი 2021 წელი;
  • ’ეკოლოგიის პრობლემები’’ თბილისი 2014 წელი.
  • “Impact of Heavy metals in soils on health of children’s and adolescents” (თანაავტორი). – Lamberts publishing company, 2020. – 77p.

პუბლიკაციების ვრცელი სია

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • წყლის დამუშავების ინჟინერია (ENG)
  • ეკოქიმია
  • წყლის დამუშავების ინჟინერია (მათ შორის ჩამდინარე წყლები)
  • წყალი და გარემო

2020 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის წევრი;

2017 წლის აგვისტოდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ექსპერტის შემფასებელი;

2021 – საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის სემას წევრ- კორესპონდენტი;

2020 წლიდან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2018 წლიდან სტუ-ს გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერე­ბათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

2021-2023 სსსტც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წყლის ბიოანალიზის ჯგუფის უფროსი -მთავარი მკვლევარი;

2020-2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი„ ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიის სამეცნიერო კონსულტანტი;

პირადი ვებგვერდი:https://www.linkedin.com/in/dr-elina-bakradze-ab04765b/