ასისტენტ-პროფესორი,სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით
ლუიზა ბუბაშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ბიო-ეკოლოგიაში. აგრეთვე მან მიიღო მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით ინჟინერიასა და უსაფრთხოებაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამჟამად დოქტორანტურას გადის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლუიზას 18 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის, ზემოქმედების შეფასებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების პროექტირება და მშენებლობის განხორციელების. იგი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მონაწილეობს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე განხორციელებულ მეგა პროექტებში. მისი საქმიანობა მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სოციალური და უსაფრთხოების მართვის სტრატეგიების და გეგმების შემუშავებასა და მონიტორინგს.
მჟამად ლუიზა ბუბაშვილი არის გარემოსდაცვითი გარე მონიტორი აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტში, ასევე მოწვეული ექსპერტი აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკურ დახმარების პროგრამებში.
ლუიზა ბუბაშვილი არის არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Journal of Geography of Georgia, Journal of Environmental Biology, Global Journal of Botanical Science და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ლანდშაფტური ეკოლოგიის, ეკოლოგიური გეოგრაფიისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
გარემოსდაცვითი ინჟინერია; ლანდშაფტური და ურბანული დაგეგმარება; სოციო-ეკოლოგიური გეოგრაფია; მდგრადი განვითარება; კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობა.
ის წარმოადგენს საერთაშორისო ექსპერტს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მიმართულებით სომხეთსა და უზბეკეთში განხორციელებულ პროექტებზე, სადაც მუშაობს რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული და მდგრადი განვითარების ინიციატივებზე.
გავლილი აქვს სერტიფიცირებული ტრენინგი ISO 45001:2018 Occupational Health and Safety Sysგარდა ამისა, არის გამონაბოლქვის შემცირებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი, მრავალი პროფესიული ასოციაციის მონაწილე და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების მიმომხილველი.tems (OH&S) მიმართულებით და ფლობს წამყვანი აუდიტორის სერთიფიკატს.