პროფ. დოქტ. ბერნარდ მიზოფი არის ევოლუციური ბიოლოგიისა და ბიომრავალფეროვნებისმკვლევარი. ცხოვრობს გერმანიის ქალაქ ბონში. ბერნარდ მიზოფი არის ბიომრავალფეროვნებისცვლილების ანალიზის ინსტიტუტის (LIB) გენერალური დირექტორი. ინსტიტუტი აერთიანებს ბონისკოენიგის მუზეუმსა და ჰამბურგის ბუნებისმეტყველების მუზეუმს. ის ასევე ხელმძღვანელობს ბონისუნივერსიტეტში „სპეციალური ზოოლოგიის“ კათედრას.
ბერნარდ მიზოფი წარმოშობით ავსტრიელია. 1995 წელს დაიცვა დოქტორის ხარისხი (Doctor rerum naturalium) ვენის უნივერსიტეტში. პოსტსადოქტორო პერიოდში მონაწილეობა მიიღო შროდინგერისადა ჰუმბოლდტის სასტიპენდიო პროგრამებში, ასევე მუშაობდა იელის უნივერსიტეტში გარკვეულიპერიოდის განმავლობაში. 2002 წელს ბონის უნივერსიტეტში გაიარა ჰაბილიტაცია.
2008–2010 წლებში ხელმძღვანელობდა Biozentrum Grindel & Zoological Museum-ს ჰამბურგში და იყოზოოლოგიის მუზეუმის წარმომადგენელი ჰამბურგის უნივერსიტეტში. 2010 წელს დაბრუნდა ბონში დახელმძღვანელობდა ახლად დაარსებულ მოლეკულური ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრს(ZMB), ასევე მუშაობდა ლაიბნიცის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ.
მისი კვლევითი ინტერესები მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობამოლეკულურ ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის: მოლეკულურ სისტემატიკას, ევოლუციურგენომიკას, ფილოგენომიკას, სახეობათწარმოქმნასა და ჰექსაპოდების (მწერების და მათიმონათესავეების) ევოლუციას. ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვანსაერთაშორისო პროექტებში, როგორიცაა 1KITE (1,000 მწერის ტრანსკრიპტომის ევოლუცია) დასიცოცხლის შტრიხკოდის (Cabol). ის სისტემატურად აერთიანებს ემპირიულ, ბიოინფორმატიკულ და თეორიულ მიდგომებს, რათა უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს ბიომრავალფეროვნების ევოლუცია და მისი რეაქცია გარემო ცვლილებებზე.