რიჩარდ ჰუვერი ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი და ასტრობიოლოგია. პროფესორი ჰუვერი იკვლევსმეტეორიტების ნივთიერებას, პლანეტების ყინულოვან თანამგზავრებს, კომეტებსა და სხვა ციურ სხეულებსასტრობიოლოგიის ინტერესთა ფარგლებში. 1966 წელს, დოქტორმა რიჩარდ ბ. ჰუვერმა არკანზასისუნივერსიტეტში მასწავლებლის პოზიცია დატოვა და ალაბამას შტატის ქალაქ ჰანტსვილში მდებარე NASA-სმარშალის კოსმოსური ფრენების ცენტრში, ფონ ბრაუნის გუნდს შეუერთდა. ის 15 გამოგონების ავტორია. მისმიერ შექმნილი ოპტიკური ინსტრუმენტები და სისტემები დღემდე გამოიყენება კოსმოსურ მისიებში. მანგანავითარა დიფრაქციულად ლიმიტირებული ტელესკოპები და ლაზერული დიაპაზონისრეტრორეფლექტორები (LRRR), რომლებიც Apollo Saturn V მთვარის რაკეტების დასაკვირვებლად გამოიყენებოდა. Apollo 11, 14 და 15 მისიების ასტრონავტებმა აღნიშნული LRRR-ის ნაკრები მთვარეზეგანათავსეს. ექსპერიმენტები დღემდე აქტიურია და განაგრძობს ზუსტი მონაცემების მიწოდებას მთვარისორბიტალური პარამეტრების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია როგორც მომავალი მთვარის მისიების, ასევეფარდობითობის ზოგადი თეორიისა და სიმების თეორიების შესწავლისთვისაც. დოქტორი ჰუვერი იყო SKYLAB Apollo Telescope Mount S-056-ის ექსპერიმენტის თანამკვლევარი და ხელმძღვანელობდა მულტისპექტრული მზისტელესკოპების ნაკრების (MSSTA) ობსერვატორიას. ობსერვატორიამ, განვითარებული მრავალშრიანიტელესკოპების გამოყენებით შეძლო მზის ფოტოსფეროს, ქრომოსფეროსა და გვირგვინის ერთდროულირბილი(დაბალ ენერგიაზე მომუშავე) რენტგენული და EUV გამოსახულებების მიღება. მან გააანალიზამიღებული მონაცემები და გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომები რომელიც მიმოიხილავდა მზის კორონალურმარყუჟებს, ბუმბულებსა და რენტგენის კაშკაშა წერტილებს. ჰუვერმა დააპატენტა მრავალი ახალი რენტგენისტელესკოპი, მიკროსკოპი, კოლიმატორი და სპექტრომეტრი. 1992 წელს NASA-მ იგი წლის გამომგონებლადდაასახელა (WATER Window Imaging) წყლის ფანჯრის გამოსახულების რენტგენის მიკროსკოპის შექმნისთვის.
1986 წელს დოქტორი ჰუვერი სერ ფრედ ჰოილთან ერთად მუშაობდა კვლევაზე, რომელმაც აჩვენა დიატომებისინფრაწითელი თვისებებისა და ტრაპეციის ნისლეულსა და გალაქტიკური ცენტრის წყარო GC IRS-7-ისმიმართულებით დაფიქსირებული ვარსკვლავთშორისი მტვრის სპექტრის ახლო მსგავსება. მკვლევრებმაწამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ დიატომები და სხვა მიკრობული სიცოცხლის ფორმები შესაძლოა ბინადრობდნენდა კოსმოსში გავრცელებულიყვნენ ენცელადისა და ევროპის ყინულოვანი თანამგზავრების ოკეანეებიდან, ანკომეტების ქერქის ქვეშ არსებული წყლის ტბორებიდან, რომლებიც პერიჰელიონის მახლობლად თბებიან. ამკვლევის საფუძველზე, 1997 წელს დოქტორი ჰუვერი NASA/MSFC-ში ასტრობიოლოგიის კვლევითი ჯგუფისხელმძღვანელად შეირჩა.
პროფესორი ჰუვერი ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ექსპედიციებს დედამიწის უკიდურესად რთულპირობებში. მან გამოიკვლია ანტარქტიდის ყინულის გამოქვაბულები და აღმოაჩინა მიკრობული სიცოცხლეღრმა ყინულის ბირთვებში ვოსტოკის ტბის ზემოთ. მისი ხელმძღვანელობით ექსპედიციები განხორციელდაანტარქტიდაში, ციმბირში, ალასკაში, სამხრეთ აფრიკაში, პატაგონიაში, ისლანდიაში, კანადასა და ავსტრიისალპებში. ანტარქტიდისა და სხვა რეგიონებში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა ერთი ახალიბაქტერიული ოჯახი, ექსტრემოფილური ბაქტერიებისა და არქეების ექვსი ახალი გვარი და თხუთმეტი ახალისახეობა, რომლებიც მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი იყო. დოქტორი ჰუვერი ამ მიღწევებისთვის აირჩიესმკვლევართა კლუბის წევრად.
პროფესორი რიჩარდ ბ. ჰუვერი ავტორია და რედაქტორი 50-ზე მეტი წიგნისა და 400-ზე მეტი სამეცნიერონაშრომისა, რომლებიც შეეხება რენტგენულ ოპტიკას, მზის ფიზიკას, დიატომებს, ბაქტერიებს, მიკროფოსილებსა და მეტეორიტებს.
მისი სამეცნიერო ექსპედიციები და კვლევები წარმოდგენილია ისეთ ტელეკომპანიებსა და პლატფორმებზე, როგორებიცაა History Channel, Fox News, NBC Lx, Ancient Aliens, The Science Channel, NASA’s Unexplained Files, NHK Japan Television, აშშ–ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი Science Nation: Extremophiles, BBC, Discovery Channel და National Geographic.
2023 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.