მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, სოციოლოგია და დემოგრაფია





ემზარ ჯგერენაიამ 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 2003 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „უტოპია და უტოპიური ელემენტი სოციოლოგიურ თეორიებში“. 2000-2003 წლებში მონაწილეობდა ბოხუმის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორგანიზებულ კვლევით სემინარებში, რომლის მიზანი იყო დოქტორანტებისათვის კვლევაში დახმარების აღმოჩენა და დოქტორანტებს შორის სამეცნიერო იდეების გაცვლა. 2002 წელს იყო ბაიროიტის უნივერსიტეტის (გერმანია) მკვლევარი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია 2006 წლიდან. 2012–2015 წლებში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივ კვლევით  პროექტში: „საქართველოს სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის“.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • რელიგიის სოციოლოგია, კლასიკური და თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები, ძალაუფლების სოციოლოგია

 რჩეული პუბლიკაციები

  • ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ//ქართული სუფრა და სამოქალაქო საზოგადოება. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, 2004 წელი;
  • მთის სემანტიკა ქართულ კულტურაში – Zur semantik des Berges in der georgischen Kultur//Trajekt 26, 2013

 წიგნები

  • სტატიები ჟურნალებში – მთის სემანტიკა ქართულ კულტურაში –Zur semantik des Berges in der georgischen Kultur//Trajekt 26, 2013

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ემილ დურკჰაიმი, “რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები” – ტექსტი და კომენტარი; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II; სიკვდილის სოციოლოგია
  • მაქს ვებერი, “პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული” – ტექსტი და კომენტარი; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I; რელიგიის სოციოლოგია

ბაკალავრიატი

  • მ. ვებერი, „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება“: ტექსტი და კომენტარი
  • ე. დიურკჰაიმი, „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“: ტექსტი და კომენტარი
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში
  • კლასიკური სოციოლოგიური თეორია

მაგისტრატურა

  • რელიგიის სოციოლოგია
  • ძალაუფლების სოციოლოგია

დოქტორანტურა

  •  სიკვდილის სოციოლოგია