მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შუა საუკუნეების კვლევების სრული პროფესორი, აღმოსავლურ-საეკლესიო და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

იტალიური კულტურის ცენტრის დირექტორი





ნოდარ ლადარიამ 1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ბირთვულ კვლევათა გაერთიანებულ ინსტიტუტში (დუბნა, რუსეთი) და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (თბილისი). 1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც გარიცხეს 1992 წელს ურჩობისათვის. 1992 წლიდან სწავლობდა პონტიფიკალურ აღმოსავლურ ინსტიტუტში (ვატიკანი), სადაც 1994 წელს მიიღო ლიცენციატის, ხოლო 1996 წელს – დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1998 წლიდან ასწავლიდა იტალიურ ლიტერატურას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2002 წლიდან იყო ენისა და კულტურის  ინსტიტუტის პროფესორი, ხოლო ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიის სრული პროფესორია. 2008 წელს მიიღო იტალიის სახელმწიფო პრემია მხატვრული თარგმანისა და იტალიური კულტურის გავრცელებისათვის.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • გვიანი შუა საუკუნეების ისტორია და კულტურა, ამავე პერიოდის იტალიური ლიტერატურა

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი