ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ჯანდაცვის მიმართულებით





ნინო მახაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის დიპლომით და თბილისის ფსიქიატრიის ინსტიტუტი – ფსიქიატრის დიპლომით; მას აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. წლების მანძილზე ინტენსიურად იყო ჩართული სათემო ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროებში და მუშაობდა ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან, როგორებიც არიან: დევნილები და ლტოლვილები, პატიმრები, ასევე წამებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და სხვ. ნინო არის ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ დირექტორი და გუნდთან ერთად მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სტრუქტურულ ცვლილებებზე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე უკრაინაში, შრი-ლანკაში და ა. შ. სუპერვიზიას უწევს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: „კლუბი სინერგია“ – პრევენციულ-ინტერვენციული კლინიკა მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის; Solatium-ის სერვისი, რომელიც ომის შედეგად დაზარალებულ თემებს ეხმარება.

ნინოს აქვს კლინიკური, აკადემიური და სერვისების განვითარების გამოცდილება საზოგადოებრივი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კატასტროფული მოვლენების შემდგომი ფსიქოსოციალური რეაგირების სფეროებში.

ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის თანახელმძღვანელი.

როგორც პროფესორი ჯანდაცვის მიმართულებით და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ჩართულია აკადემიურ სასწავლო და კვლევით საქმიანობაში; ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადოქტორო პროგრამის თანადირექტორია.

პროფ. მახაშვილი წლების განმავლობაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისის უფროსი ექსპერტი; ევროპის საბჭოს (CoE) ექსპერტი და მონაწილეობს სხვადასხვა პროფესიონალის შესაძლებლობების განვითარებაში სხვადასხვა ქვეყანაში. არის მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) საპატიო წევრი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • კლინიკური შემთხვევების მართვის პრაქტიკა;
  • მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანდაცვა: კვლევები ფსიქიკურ ჯანმრთელობაში;
  • ფსიქოტრავმატოლოგია და ტრავმასთან დაკავშირებული მდგომარეობები
  • თემზე დაფუძნებული თანამონაწილეობითი კვლევა (CBPR) საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის;
  • სადოქტორო სემინარი II;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა – თანამედროვე მიდგომები. თემზე-დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  • ფსიქოტრავმის შედეგების მართვა
  • კატასტროფის შედეგად განვითარებული მასობრივი ტრავმის მენეჯმენტი (2012-2021; საშემოდგომო სემესტრი, სამაგისტრო კურსი)
  • დელიქვენტობის პრევენცია მოზარდებში (2017-2021; გაზაფხულის სემესტრი; სამაგისტრო კურსი).

პროფესორი მახაშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს სუპერვიზიისა და კონსულტირების ქოუჩინგს. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების (GSP) ყოფილი პრეზიდენტია.

ის არის პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს წევრი; იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სისხლის სამართლის რეფორმის ეროვნული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სახალხო დამცველის NPM/OPCAT-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.