ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და დემოგრაფიის მიმართულებით
ანა კირვალიძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულებით. ამავე მიმართულებით სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტში. პოსტსადოქტორო კვლევაზე სამეცნიერო მუშაობა გააგრძელა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (გერმანია). სოციალური კვლევის მეთოდებს სხვადსხვა მიმართულებით სწავლობდა პოლიტიკური კვლევების ევროპული კონსორციუმის სკოლებში (ავსტრია, სლოვენია). გავლილი აქვს არიზონას უნივერსიტეტის სოციალური კვლევის მეთოდების პროგრამა.
კვლევის ინტერესები მოიცავს პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციებს, განსაკუთრებით მის სოციოკულტურულ ასპექტებს. იკვლევს მეხსიერებისა და იდენტობის ფორმირების პროცესს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნიერო ჟურნალებში: Nationalities Papers, The Journal of Nationalism and Ethnicity, და Identity studies; არის ნაციონალობის კვლევების ასოციაციის წევრი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ყოველწლიურ „სოციოლოგთა კონფერენციას“, რომელიც ეთმობა აქტუალურ სოციალურ თემატიკას, ასევე სოციოლოგიის თანამედროვე გამოწვევებს; არის ევროპის სოციოლოგთა ასოციაციის წევრი.
სოციოკულტურული ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში, მეხსიერება, იდენტობა, ნაციონალიზმი, რელიგია, ეთნიკური იდენტობები, ღირებულებები, სოციალური სტრატიფიკაცია.
Soviet memory in the national Identity formation process: the case of Georgia”, Identity Studies” Vol. 5. (2014)
წიგნები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები; კლასიკური სოციოლოგიური თეორიები; პოსტმოდერნული და უახლესი სოციალური თეორიები
|
|