მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ პროფესორი, ფსიქოლოგიის (სოციალური ფსიქოლოგიის) მიმართულებით





1985 წელს თბილისში დაბადებულმა, 2002-ში 23-ე საშუალო სკოლა დაამთავრა. პირველი კარიერული ნაბიჯები 1999 წელს, ადგილობრივი ინგლისურენოვანი ჟურნალის, Tbilisi Pastimes-ის, ავტორის რანგში გადადგა. 2000 წელს, ,,ეკო დაიჯესტში“ წერდა საგაზეთო სვეტებს ,,ალისა საქართველოში.“ 2003 წელს, გაზეთ ,,24 საათში“ აქვეყნებდა ,,თინეიჯერის სვეტს“ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებების შესახებ. მას მერე, სხვადასხვა ეტაპზე, რეგულარულად უთანამშრომლია სხვადასხვა ქართული მედიის კულტურისა თუ საზოგადოების განყოფილებებთან ისეთ ბეჭდურ თუ ონლაინ გამოცემებში, როგორიცაა ჟურნალები ,,ანაბეჭდი,“ ,,ცხელი შოკოლადი,“ ,,დიALOგი,“ ,,ტაბულა,“ ,,ინდიგო,“ ქართული National Geographic-ი (მთარგმნელად), ქართული Forbes-ი (როგორც ავტორად, ისე მთარგმნელად), NewsGeTV, AT.ge. წერის პარალელურად, 2002 წლიდან, ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში და არის სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი (2006) და ფსიქოლოგიის მაგისტრი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით (2009) თსუ-დან, 2018 წელს კი ილიაუნიში ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 2011 წელს, საქართველოში პირველმა თარგმნა ჯეინ ოსტინის ,,სიამაყე და მცდარი აზრი.“ მისი სადოქტორო კვლევის მთავარი თემაც სწორედ მცდარ აზრს – წინარწმენას – უკავშირდება. 2016 წლიდან, ილიაუნიში ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა კურსს ასწავლის და, ამ მომენტისთვის, ერთი საბაკალავრო და ხუთი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელია. 2018-ის დეკემბრიდან ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი, 2012 წლიდან, ილიაუნიში არსებული დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია და ჩართულია სოციალური ფსიქოლოგიის სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტში როგორც კვლევების დაგეგმვა-ჩატარებისა და კვლევითი ანგარიშების წერის, ისე საკვლევი ინსტრუმენტების ადაპტირება-ვალიდაციის მიმართულებით.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ჯგუფთაშორისი ურთიერთობები; წინარწმენა; საფრთხე; შფოთვა, როგორც ტრადიციული ღირებულებებისა და რიტუალური ჩვეულებების საფუძვლადმდებარე მექანიზმი; კოგნიტური სიძუნწე; იდენტობა; ფსიქოლოგიური კონსტრუქტებისა და პარადიგმების ევოლუცია ისტორიულ კონტექსტში; ოპერაციონალიზაციის საკითხი ფსიქოლოგიაში.

რჩეული პუბლიკაციები

Makashvili, Ana, Irina Vardanashvili, and Nino Javakhishvili. “Testing Intergroup Threat Theory: Realistic and Symbolic Threats, Religiosity and Gender as Predictors of Prejudice.” Europe’s Journal of Psychology 14, no. 3 (2018): 464–484. doi: 10.5964/ejop.v14i2.1483.

წიგნები

არონსონი, ელიოტ. სოციალური ცხოველი. რედ. ნინო ჯავახიშვილი. მთარგმნ. ქეთევან თოდაძე, ანა მაყაშვილი და ესმა ბერიკიშვილი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.

ლოტმანი, იური. მოაზროვნე სამყაროთა შიგნით. რედ. ცირა ბარბაქაძე, თამარ ბერეკაშვილი, გია ჯოხაძე და თამარ ლომიძე. მთარგმნ. ანა მაყაშვილი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2012.

მაყაშვილი, ანა. ,,ეს მოხდა როკ-ენ-როლამდე.“ ქართული 12-ში, რედ. თამაზ ვასაძე, ნუგზარ მუზაშვილი და ნიკოლოზ ჩუბინიძე, 29–30. თბილისი: დიოგენე, 2008.

პუბლიკაციების ვრცელი სია

Javakhishvili, Nino, Ana Makashvili, Natia Kochlashvili, and Johann Schneider. “How Far Is Europe from the Caucasus? National Images of Europe in the Minds of Georgian Students.” Caucasus Social Science Review 4 (2018). http://openjournals.gela.org.ge/index.php/CSSR/article/view/2519 (accessed March 15, 2019).

Makashvili, Ana, Irina Vardanashvili, and Nino Javakhishvili. “Testing Intergroup Threat Theory: Realistic and Symbolic Threats, Religiosity and Gender as Predictors of Prejudice.” Europe’s Journal of Psychology 14, no. 3 (2018): 464–484. doi: 10.5964/ejop.v14i2.1483.

ვარდანაშვილი, ირინა, ანა მაყაშვილი, ნინო ჯავახიშვილი და ნინო ბუწაშვილი. ,,წინარწმენის საზომი ინსტრუმენტის ქართულენოვანი ვერსიის შემუშავება.“ GESJ: Education, Science and Psychology 45, no. 3 (2017): 86–99.

Javakhishvili,  Nino,  Natia  Kochlashvili,  Ana  Makashvili,  and  Johann  Schneider.  “Measuring Ethnic Attitudes: Tolerance and Social Distance from Cross-Cultural Perspective.” In An Anthology of Social Themes, edited by Gregory T. Papanikos, 193–205. Athens: ATINER, 2016.

ჯავახიშვილი, ნინო, ნინო სხირტლაძე, ნინო ბუწაშვილი, მაკა ლორთქიფანიძე, ანა მაყაშვილი, ირინა ვარდანაშვილი და ია შეყრილაძე. ,,კვლევის ინსტრუმენტების ვალიდაცია.“ დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წლისთავისთვის მიძღვნილი კონფერენციის შრომები, თბილისი 2016.

Javakhishvili, Nino, Johann F. Schneider, Ana Makashvili, and Natia Kochlashvili. “Ethnic Social Distance: A Comparison of Georgian, German and Japanese Students.” Journal of Social Management 10, no. 2 (2012): 55–64.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

სოციალური ცხოველი: რატომ არ მოგვწონს სხვები და როგორ ვექცევით გავლენის ქვეშ; სტატისტიკის შესავალი ფსიქოლოგიისთვის; ფსიქოლოგიის საფუძვლები

სტატისტიკა ფსიქოლოგებისთვის; წინარწმენის კვლევის თეორიები

  • სტატისტიკა ფსიქოლოგებისთვის (სამაგისტრო კურსი)

2018–2019 წლის შემოდგომის სემესტრი და 2017–2018 წლის შემოდგომის სემესტრი:

  • სოციალური ცხოველი: რატომ არ მოგვწონს ერთმანეთი და როგორ ვექცევით გავლენის ქვეშ (საბაკალავრო კურსი)
  • ფსიქოლოგიის საფუძვლები (საბაკალავრო კურსი)

2017–2018 წლის გაზაფხულის სემესტრი:

  • წინარწმენა: უახლესი კვლევები (სამაგისტრო კურსი)
  • წინარწმენის კვლევის თეორიები (სამაგისტრო კურსი)

2017–2018 წლის გაზაფხულის სემესტრი, 2016–2017 წლის გაზაფხულის სემესტრი და 2016–2017 წლის შემოდგომის სემესტრი:

  • სტატისტიკა ფსიქოლოგებისთვის (საბაკალავრო კურსი)

2017–2018 წლის შემოდგომის სემესტრი:

  • სამაგისტრო სემინარი (სამაგისტრო კურსი)

2016–2017 წლის გაზაფხულის სემესტრი:

  • წინარწმენა: უახლესი კვლევები (სამაგისტრო კურსი)