ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით
არჩილ აბაშიძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხური სპეციალობით პოლიტიკის მეცნიერება, ხოლო 2000 წელს მიიღო მაგისტრის წოდება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სპეციალობით საჯარო ადმინისტრირება. ასევე, არის შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრი (2004). აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება; 10-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას.
საჯარო ადმინისტრირება, საჯარო სამსახური, ინტერესთა ჯგუფები, კორუფცია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
პოლიტიკური იდეოლოგიები; საჯარო მართვა დემოკრატია და კარგი მოქალაქეობა; საქართველოს პოლიტიკური სისტემა; საჯარო ადმინისტრირება |
ბაკალავრიატი: |
მონაწილეობდა შემდეგი სახელძღვანელოების თარგმნაში:
1. „ამერიკის საგარეო პოლიტიკა“, მეხუთე გამოცემა, ბრუს ჯენტელსონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2015
2. „საჯარო მართვა“, რობერტ დენჰარტი, ჯენეტ დენჰარტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2012
3. “გავიგოთ პოლიტიკა”, თომას მაგსტადტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010