სრული პროფესორი, შედარებითი ლიტერატურის მიმართულებით
ბელა წიფურიამ (დ. 1967) დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურა (წარჩინებით), დაიცვა დისერტაცია თემაზე ცისფერყანწელთა ლიტერატურული სკოლა (1993). იყო ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მკვლევარი. იყო მიწვეული მკვლევარი ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთი (1994); პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედარებითი ლიტერატურის დეპარტამენტში, აშშ (2002-2003); კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრში, პოლონეთი (2011); მიჩიგანის უნივერსიტეტში, აშშ (2018). 2004-2008 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კოორდინირებას უწევდა სახელმწიფო პროგრამებს უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში, 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. არის ლიტერატურისმცოდნეობის და ქართული ფილოლოგიის დარგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. იყო პროექტ თუნინგის /საგანმანათლებლო სტრუქტურების ურთიერთშეწყობა ევროპაში/ ლიტერატურისმცოდნეობის ჯგუფის წევრი (2011-2012). არის 70-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი ქართულ და საერთაშორისო აკადემიურ გამოცემებში. მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებში. ორგანიზებას უწევს შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონფერენციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის წევრი, ჟურნალ სჯანის რედკოლეგიის წევრი, ავანგარდისა და მოდერნიზმის ევროპული ქსელის წევრი.
იკვლევს მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების ქართულ ლიტერატურას კომპარატივისტული მიდგომებით: მოდერნიზმი და ავანგარდიზმი, პოსტმოდერნიზმი, საბჭოთა კვლევები, პოსკოლონიალიზმი.
რჩეული პუბლიკაციები:
წიგნები:
სტატიები ჟურნალებში
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
თანამედროვე ლიტერატურა : მიმდინარეობები, დაჯგუფებები, ტექსტები; ქართული ლიტერატურა XX – XXI საუკუნეებში; ლიტერატურათმცოდნეობითი თეორიები; პოსტკოლონიური თეორიები; ქართული ლიტერატურის კონტექსტუალიზაცია |
უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია; და სხვადასხვა სპეცკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1993-2004). |