ისტორიის მიმართულების პროფესორი
ბექა კობახიძემ დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წელს. ის გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.
ის ლექციებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. 2022 წელს იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის დევისის სახელობის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. 2018-2019 წლებში ბექა კობახიძე გახლდათ ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკა, კავკასიის რეგიონში რუსეთისა და დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების ისტორიული ურთიერთკვეთა და XIX-XX საუკუნეების კავკასიის რეგიონული ისტორია. მისი მიმდინარე კვლევითი პროექტი არის „პარიზი 1919-1920: საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთის პოლიტიკაში“. კობახიძემ 2012-2014 წლებში მოიპოვა „პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“, 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ გრანტი, ხოლო 2018 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ საგრანტო პროგრამის კონკურსში, ხოლო 2022 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის გრანტი, რამაც მას საშუალება მისცა კვლევითი საქმიანობა ეწარმოებინა დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და სხვა საარქივო დაწესებულებებში.
ამასთანავე, ბექა კობახიძე გახლავთ პრაქტიკოსი: 2009-2015 წლებში მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, 2015-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობდა განათლებისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს, 2019-2022 წლებში კი მუშაობდა უკრაინაში ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), გეოპოლიტიკა, XIX-XX საუკუნეების კავკასიის რეგიონული ისტორია.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
კავკასია XIX-XXI: ოკუპაციის, კონფლიქტებისა და ზოგადოებრივი განვითარების ისტორია; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა საარქივო კვლევის პრაქტიკა |
|
მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში:
სამეცნიერო პროექტებისთვის მიღებული გრანტები:
2022 ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის რუსეთის და ევრაზიის შემსწავლელი ცენტრის კვლევითი გრანტი ჰარვარდის უნივერსიტეტში კვლევითი მივლინებისთვის.
2021-2023 კონრად ადენაუერის ფონდის გრანტი სამეცნიერო კრებულისთვის ~ „საბჭოთა საქართველოს ისტორია“.
2018-2019 ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი გრანტი პროექტისთვის „პარიზი 1919-1920: საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლურ პოლიტიკაში“.
2018 საგრანტო ხელშეკრულება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიეროფონდთან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და საზაფხულო სკოლისთვის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 100“
2014 საგრანტო ხელშეკრულება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“-თან პროექტისათვის „სამხრეთ კავკასიაში მისი უდიდებულესობისუმაღლესი კომისრის – პოლკოვნიკ სტოქსის დახეული დოკუმენტები:
1920-1921 წლების ქრონიკა.“
2013 საგრანტო ხელშეკრულება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან საერთაშორისო საზაფხულო სკოლისათვის „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“. პროექტის ავტორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სალექციო მოდულის ხელმძღვანელი.
2012-2014 პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: „საქართველოს საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 1919- 1920“. ინგლისურ და ქართულ ენებზე მონოგრაფიის მომზადება.