მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი





ბექა კობახიძემ დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წელს. ის გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

ის ლექციებს კითხულობდა საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. 2018-2019 წლებში ბექა კობახიძე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკა, კავკასიის რეგიონში რუსეთისა და დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების ისტორიული ურთიერთკვეთა და XIX-XX საუკუნეების კავკასიის რეგიონული ისტორია. მისი მიმდინარე კვლევითი პროექტი არის „პარიზი 1919-1920: საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთის პოლიტიკაში“. კობახიძემ 2012-2014 წლებში მოიპოვა „პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“, 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ გრანტი, ხოლო 2018 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ საგრანტო პროგრამის კონკურსში, რამაც მას საშუალება მისცა კვლევითი საქმიანობა ეწარმოებინა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სხვა საარქივო დაწესებულებებში.

ამასთანავე, ბექა კობახიძე გახლავთ პრაქტიკოსი: 2009-2015 წლებში მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, 2015-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობდა განათლებისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს, 2019 წლიდან კი მუშაობს უკრაინაში ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), გეოპოლიტიკა, XIX-XX საუკუნეების კავკასიის რეგიონული ისტორია.

2019  Feeble Projects and Wishes: The Caucasian and Transcaucasian   Federation/Confederation in the Geopolitics of 1918-1920. (forthcoming), Journal Caucasus Survey, Volume 8, Issue 1

2019 Vulnerability of a Postcolonial Small State: Georgia’s International Prospects in 1918, Magazines of European Network Remembrance and Solidarity. Volume 9  (forthcoming)

2018სტივენ ჯონსი, „სოციალიზმი ქართულ ფერებში“, ბექა კობახიძე მეორე ქართული გამოცემის მთავარი სამეცნიერო რედაქტორი

2018 „ბრიტანული“ კავკასია 1918-1920, სამეცნიერო კრებულში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ – მოდელი ევროპისთვის?“, გვ. 117-145

2017 From International Revolution to a National State – The Case of Georgian Social Democracy (1917-1921) https://ge.boell.org/en/2017/07/31/international-revolution-national-state-case-georgian-social-democracy-1917-1921

2015   წიგნის „სერ ოლივერ უორდროპი 150“ ავტორი/შემდგენელი

2015    ფოტოალბომის „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ ავტორი/შემდგენელი

2015   სადოქტორო დისერტაცია – „საქართველოს საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე (1919-1920)“

2015 კავკასია 1918-1924: ერთმანეთზე დამოკიდებულების არშემდგარი   პროექტი; კრებული – 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების 90-ე  წლისთავი; თბილისი; გვ. 239-255

2014 The Role of His Majesty’s High Commissioner Sir Oliver Wardrop in Transcaucasia with Regard to Georgian-British State Relations, pp. 3-27, Tbilisi

2013  Davit Ghambashidze: Representative of The First Georgian Democratic To His Britannic Majesty’s Government (1918-1921); Journal of Central Asian And Caucasian Studies, Volume 8, Nr. 15, pp. 151-168, Ankara

2012  საქართველოს პირველი ამერიკელი მეგობარი – კონგრესმენი უოლტერ მარიონ ჩენდლერი (1919-1921); თსუ „შრომები“ V, გვ. 280-292, თბილისი

2011 Georgia’s ”Caucasian Role” and Russia – 1918-1921 and the Current Situation; Electronic Billingual Scholarly Peer-Reviewed Journal “Spekali”, Nr. 4

2010  რეაქციონერი რუსი ეგზარქოსის ნიკონის მკვლელობა (1908 წ.); ქრისტიანობის კვლევები 5; თბილისი 2010; გვ. 68-89

2008   პოლიტოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კრებულში გამოქვეყნებული სტატია – “არჩილ ჯორჯაძის ეროვნულ-პოლიტიკური მსოფლმხედველობა და თანამედროვეობა—საერთო მოქმედების ნიადაგი”; პოლიტიკის მეცნიერებათა საკითხები № 2; 2008წ. 55-66 გვ.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

სამაგისტრო პროგრამის კურსები:

  1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) საერთაშორისო პოლიტიკაში

კავკასია XIX-XXI: ოკუპაციის, კონფლიქტებისა და საზოგადოებრივი განვითარების ისტორია