მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, არქეოლოგიის მიმართულებით





დიმიტრი ახვლედიანმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1977-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 2004 წელს კი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2004-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ვანის (1973-2010), კოლხეთის (1977-1980), კაზრეთის (1975), ნასტაკისის (1981-1982), ყულევის (2000-2001), გურიის (2001), ვალეს (2003), წალკის (2003) არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ქვემიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით მზადდება სამაგისტრო ნაშრომები და სადოქტორო დისერტაციები. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
მიღებული აქვს ფოლკსვაგენის სამეცნიერო სტიპენდია ბერლინში (1997-1998); გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტიპენდია ათენში (2001); საფრანგეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტიპენდია ათენში (2001).
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა:
• შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიის პრობლემებისადმი მიძღვნილ ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმებში VI, VII, X, XI (1990-2005);
• საერთაშორისო სამეცნიერო სესიაში: „კავკასიის არქეოლოგია: უახლესი აღმოჩენები და პერსპექტივები”;
• საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: “არქეოლოგია XXI საუკუნეში: მემკვიდრეობა და პერსპექტივები”;
• 1st International Silk Road Symposium (June 25-27, 2003, Tbilisi-Georgia);
• The International Round-Table Conference Production and Trade of Amphorae in the Black Sea, Batumi-Trabzon.
არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტისა და “ღია საზოგადოება – საქართველოს” გრანტის მფლობელი თემაზე: „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რენოვაცია” (პროექტის ავტორი და დირექტორი, 1998).
2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა პროექტს „განძი ვანის ნაქალაქარიდან“.
სხვადასხვა დროს მოიპოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო გრანტები და მონაწილეობდა პროექტებში:
• „დემოგრაფიული პროცესები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი საქართველოს შავიზღვისპირეთში ძვ.წ. VIII – ახ.წ. VIII სს” (1997-1999);
• „აბრეშუმის გზის საკომუნიკაციო სტრუქტურები“ (2000-2001);
• „საომარი იარაღი და ფორტიფიკაცია ანტიკური ხანის საქართველოში“ (2002-2003);
• „ახალი მასალები გვიანელინისტური ხანის კოლხეთის გარესამყაროსთან ურთიერთობის კვლევისათვის” (2004-2005).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კოლხეთის, ლაზიკის და ქართლის სამეფოს არქეოლოგიური კვლევა; დემოგრაფიული, ეკოლოგიური და გარეფაქტორების როლი ქვეყნის განვითარებაზე.

რჩეული პუბლიკაციები
• The Hoard from the City-Site of Vani, Georgian National Academi of Sciens, Bulletin, vol. 10, no. 2, April-May-June, 2016.
• კოლხეთ-პონტოს სამეფოს ურთიერთობის საკითხისათვის. კრებ. იბერია-კოლხეთი # 7, 2011.
• ლოდსატყორცნების ჭურვები ვანის ნაქალაქარიდან. კრებ. იბერია-კოლხეთი #1, თბ., 2003.
• კრამიტი ვანის ნაქალაქარიდან, თბ., 1999 (მონოგრაფია).

უბლიკაციების ვრცელი 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

არქეოლოგია და თანამედროვეობა; არქეოლოგიის საფუძვლები; არქეოლოგიურ წყაროთა ანალიზი; საველე არქეოლოგია (თეორიული კურსი)

კლასიკური არქეოლოგია; არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი და მეთოდები; არქეოლოგიური ძეგლების საველე და კამერალური კვლევა (პრაქტიკული კურსი)

ბაკალავრიატი
არქეოლოგია და თანამედროვეობა (2013-2016 სასწავლო წლები)
არქეოლოგიის საფუძვლები (2013-2016 სასწავლო წლები)
კლასიკური არქეოლოგია (2013-2016 სასწავლო წლები)

მაგისტრატურა
არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი და მეთოდები (2013-2016 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
საველე არქეოლოგიური გათხრების თეორია და პრაქტიკა 2013-2016 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)

საველე-არქეოლოგიური სამუშაოების პრაქტიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის: 2014 წ. კოლხეთის დაბლობის დაზვერვითი არქეოლოგიური ექსპედიცია; 2015 წ. არქეოლოგიური გათხრები ნასტაკისში