მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მიმართულებით





ეკა ჭყოიძემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1999 წელს სწავლა განაგრძო ქ. იოანინას უნივერსიტეტში (საბერძნეთი), ფილოსოფიის ფაკულტეტზე, შუასაუკუნეების შემსწავლელ მეცნიერებათა კათედრაზე, ბიზანტიის ისტორიის განყოფილებაში, სადაც 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2006 წელს, იმავე განყოფილებაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ბიზანტია ქართული წყაროების მიხედვით (IX-XI საუკუნეების ქრონიკები და ჰაგიოგრაფიული ტექსტები)“, ბერძნულად: „Το Βυζάντιο μέσα από τις γεωργιανές πηγές (Χρονικά, Βίοι Αγίων 9ος-11ος αι.)“. საბერძნეთში სწავლისას მიღებული აქვს სტიპენდიები ა. ონასისის საქველმოქმედო და საბერძნეთის სახელმწიფო სასტიპენდიო ფონდებიდან. 2008-2009 სასწავლო წელს მუშაობდა პოსტდოქტორანტ მკვლევრად პრინსტონის უნივერსიტეტში (აშშ). მეორედ პოსტსადოქტორო სტიპენდია მიიღო 2012-2013 წლებში ათენის უნივერსიტეტის პლატონის აკადემიისა და ა. ონასისის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი დაფინანსებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან. იყო ჯერ ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან დღემდე ასოცირებული პროფესორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ქართული და ბიზანტიური ჰაგიოგრაფია, როგორც საისტორიო წყარო; სამონასტრო ტრადიცია შუა საუკუნეებში; ბიზანტიის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (განსაკუთრებით, IX-XI საუკუნეებში); XIX საუკუნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ისტორია

რჩეული პუბლიკაციები
• Oil and Soil: the role of Batoum’s economic development in shaping of geopolitical significance of the Caucasus, იბეჭდება კრებულში History of the Black Sea. volume 5 (Between Grain and Oil from the Azov to Caucasus: The port-cities of the eastern coast of the Black Sea, late 18th – early 20th centuries, Gelina Harlaftis, Victoria Konstantinova and Igor Lyman (eds)
• „Η επανάσταση του Νικ. Φωκά και του Νικ. Ξιφία (1021-1022): η τελευταία εσωτερική κρίση στη βασιλεία του Βασιλείου Β΄ (976-1025)” (in English: “Phokas-Xiphias Revolution (1021-1022), the last internal crisis of the reign of Basil II the Bulgar-slayer (976-1025)”, Byzantina Symmeikta 24 (2014) (http://ejournals.epublishing.ekt.gr/index.php/bz/article/view/3829)
• „დიპლომატიური ქორწინების მოტივები და შედეგები შუა საუკუნეებში (მარიამ-მართა ბაგრატიონისა და მიქაელ დუკას მაგალითზე)“, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 6 (2013), გვ. 621-640
• „ტერმინი ბერძენი/საბერძნეთი მე-11 საუკუნის ქართულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში და არსებული ისტორიული ვიტარება” (ბერძნულად «Ο όρος «Έλληνας/Ελλάδα» στα γεωργιανά αγιολογικά κείμενα του 11ου αι. και η επικρατούσα ιστορική πραγματικότητα της εποχής», Phasis (Greek and Roman Studies), vol. 15-16 (2012-2013) ISSN 1512-1046, გვ. 261-272
• „ბიზანტიის იმპერატორი ბასილი მეორე (976-1025) შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში” (ბერძნულად «Ο Βασίλειος Β΄ στη μεσαιωνική γεωργιανή γραμματεία»), online publication on the webpage of Plato Academy (http://www.plato-academy.gr) იხ. pdf file: http://www.plato-academy.gr/documents/10179/34242/Tchkoidze.pdf/c376299a-0b04-4be9-a45c-bcd652e5ef59
• სტატიები ბათუმის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ადმინისტრაციულ და კულტურულ ისტორიაზე მე-19 საუკუნეში საერთაშორისო პროექტის ფარგლებში „შავი ზღვის საპორტო ქალაქები“ (ბერძნულად, ინგლისურად, რუსულად) (იხ. ვებგვერდი http://blacksea.gr/en/cities/batum)
• „ქართველთა რჩეულობის იდეა: წარმოშობა და ისტორიული კონტექსტი“, კრებულში პოლიტიკური თეოლოგია მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 2012, გვ. 151-166
• „იოანეს და ეფთჳმეს ცხოვრების“ ქართული და ბერძნული ტექსტების იდეოლოგიური ურთიერთმიმართება“, კრებულში ბიზანტინოლოგია საქართველოში-3, ნ. მახარაძე-ნ. სულავა (რედ.), თბილისი (გამომცემლობა ლოგოსი) 2011, გვ. 763-770
• „რჩეული ერის“ გაგება ქართულ ჰაგიოგრაფიაში“, კადმოსი (ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი), 2 (2010), გვ. 5-24
• „ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობების ერთი ასპექტი მე-10 საუკუნეში (ბარდა ფოლა და დავით კუროპალატი)“ (ბერძნულად: «Μία πτυχή των πολιτικών σχέσεων Βυζαντίου-Γεωργίας τον 10ο αιώνα (Βάρδας Φωκάς και Δαυίδ Κουροπαλάτης)», Byzantiaka, Research Center of School of Philosophy of Aristotle University of Thessaloniki, in Greek “Βυζαντιακά”, Επιστημονικό όργανο του κέντρο επιστημονικών ερευνών Φιλοσοφικής Σχολής Αριστοτέλειου Πανεπιστημίου) 28 (2009), σσ. 217-238
• „როგორ გახდა ტერმინები ბერძნულადან ნასესხები სიტყვები“ (ბერძნულად: «Πώς έγιναν όροι οι δανεισμένες ελληνικές λέξεις (συμβολή στη μελέτη της εκκλησιαστικής ορολογίας)», Ελληνική Γλώσσα και Ορολογία (Ανακοινώσεις 7ου Συνεδρίου), Κώστας Βαλεοντής (επιμ.), Αθήνα 2009, σσ. 363-371
• “სასწაულების ინტერპრეტაციისთვის გიორგი მცირის ‘გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში’”, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 2 (2009), გვ. 582-610

წიგნები
„ქართველი მომლოცველი მე-9 საუკუნის ბიზანტიურ სამყაროში (წმ. ილარიონ ქართველი)“ მონოგრაფია ბერძნულად: „Ένας Γεωργιανός Προσκυνητής στο Βυζαντινό Κόσμο του 9ου αιώνα (Βίος του Ιλαρίωνος του Γεωργιανού)” (ათენი, 2011; წიგნი დაფინანსდა ა. ონასისის საქველმოქმედო ფონდის მიერ (ISBN: 9789606813290 9606813290) (იხ. რეცენზია წიგნზე http://ejournals.epublishing.ekt.gr/index.php/bz/article/view/10337)

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

„ძველი საბერძნეთის ისტორია“ (ბაკალავრიატი 2016-2017 სასწ. წელი, შემოდგომის სემესტრი);

„ერთიანი ქართული სამეფოს წარმოქმნა“ (ბაკალავრიატი 2016-2017 სასწ. წელი, შემოდგომის სემესტრი)

„შუა საუკუნეების ქართული საისტორიო მწერლობა (მაგისტრატურა 2016-2017 სასწ. წელი, შემოდგომის

სემესტრი)

„იდეოლოგია და დიპლომატია ბიზანტიაში“ (მაგისტრატურა 2016-2017 სასწ. წელი, შემოდგომის სემესტრი)

„ძველი რომის ისტორია“ (ბაკალავრიატი 2016-2017 სასწ. წელი, გაზაფხულის სემესტრი)

„ბერმონაზვნობა საქართველოში“ (ბაკალავრიატი 2016-2017 სასწ. წელი, გაზაფხულის სემესტრი)

„ქალი და ოჯახი ბიზანტიაში“ (მაგისტრატურა 2016-2017 სასწ. წელი, გაზაფხულის სემესტრი)

„ბიზანტიის სამონასტრო ტრადიცია (განვითარების ძირითადი ეტაპები)“ (მაგისტრატურა 2016-2017 სასწ. წელი,

გაზაფხულის სემესტრი)