ასოცირებული პროფესორი, ანთროპოლოგიის მიმართულებით
ელენე გავაშელიშვილმა 2007 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო 2018 წელს, ამავე უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი „უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის“ ცდილობს ყოველდღიურ რელიგიურობას შეხედოს ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან.
ძირითადი სამეცნიერო კვლევები, რომლებშიც ელენე გავაშელიშვილი იყო ჩართული: „რელიგიურობა ქართველ ახალგაზრდებში“ (2016-2018), „ქართული ნაციონალური იდენტობა: კონფლიქტი და ინტეგრაცია“ (2015-2016), „მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ნაციონალური იდენტობის განვითარებაში“ (2010-2012), „სექსუალური ქცევის შესწავლა საქართველოში“ (2009-2011). ელენე გავაშელიშვილი 2018 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ამჟამად იგი მუშაობს სოციოკულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
2016 – “ქართული ეროვნული იდენტობა: კონფლიქტი და ინტეგრაცია”, ავტორები: დიანა ბოგიშვილი, ირინა ოსეფაშვილი, ელენე გავაშელიშვილი, ნინო გუგუშვილი. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი/ კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი (ACSN);
2013 – “მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში (XX საუკუნის ბოლო – XXI საუკუნის დასაწყისი)”, ავტორები: თათია კეკელია, ელენე გავაშელიშვილი, ირინა სულხანიშვილი, კოტე ლადარია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა/ კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი (ACSN);
2012 – “სექსუალობა თანამედროვე საქართველოში: დისკურსი და ქცევა”, რედაქტორი გიგა ზედანია. ტომი # 4. მოდერნულობის ისტორია და თეორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
მოდერნიზაცია და თანამედროვე საზოგადოება; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I; რელიგია, გენდერი და სექსუალობა |
|