მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ პროფესორი, ანთროპოლოგიის მიმართულებით





ელენე გავაშელიშვილმა 2007 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო 2018 წელს, ამავე უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი  „უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის“ ცდილობს ყოველდღიურ რელიგიურობას შეხედოს ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან.

ძირითადი სამეცნიერო კვლევები, რომლებშიც ელენე გავაშელიშვილი იყო ჩართული: „რელიგიურობა ქართველ ახალგაზრდებში“ (2016-2018), „ქართული ნაციონალური იდენტობა: კონფლიქტი და ინტეგრაცია“ (2015-2016), „მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ნაციონალური იდენტობის განვითარებაში“ (2010-2012), „სექსუალური ქცევის შესწავლა საქართველოში“ (2009-2011). ელენე გავაშელიშვილი 2018 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ამჟამად იგი მუშაობს სოციოკულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • რელიგია ყოველდღიურობაში
  • გენდერი და სექსუალობა
  • ჯანმრთლობისა და ავადმყოფობის სოციალური კონსტრუირება
  • გლობალური სამედიცინო შესაძლებლობების და ტრადიციული ლოკალური სქემების ურთიერთკავშირი.

რჩეული პუბლიკაციები

  • 2018 – “Childless Women in Georgia Between Religious Restrictions and Medical Opportunities”, In Anthropology of the Middle East, Berghahn Journals, Pages: 24–42, DOI:https://doi.org/10.3167/ame.2018.130103
  • 2018 – “უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის”, კრებულში რელიგია ყოველდღიურობაში, რედაქტორი ქეთევან გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვერდები: 91-150;
  • 2012 – 2012 – “Anti-Modern and Anti-Globalist Tendencies in the. Georgian Orthodox Church”, Identity Studies, Volume 4 (2012), Ilia State University Publishing, Pages: 118-137.

წიგნები

2016 – “ქართული ეროვნული იდენტობა: კონფლიქტი და ინტეგრაცია”, ავტორები: დიანა ბოგიშვილი, ირინა ოსეფაშვილი, ელენე გავაშელიშვილი, ნინო გუგუშვილი. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი/ კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი (ACSN);

2013 – “მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში (XX საუკუნის ბოლო – XXI საუკუნის დასაწყისი)”, ავტორები: თათია კეკელია, ელენე გავაშელიშვილი, ირინა სულხანიშვილი, კოტე ლადარია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა/  კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი (ACSN);

2012 – “სექსუალობა თანამედროვე საქართველოში: დისკურსი და ქცევა”, რედაქტორი გიგა ზედანია. ტომი # 4. მოდერნულობის ისტორია და თეორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • სოციოლოგიის შესავალი (2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრი) საბაკალავრო საფეხური;
  • მოდერნიზაცია და თანამედროვე საზოგადოება (2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრი) საბაკალავრო საფეხური;
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II (2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრი) საბაკალავრო საფეხური;
  • სამედიცინო ანთროპოლოგია (2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრი) სამაგისტრო საფეხური.
  • რელიგია, გენდერი და სექსუალობა (2018-2019 წლის შემოდგომის სემესტრი) სამაგისტრო საფეხური.
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I (2018-2019, 2017-2018, 2016-2017, 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრი) საბაკალავრო საფეხური;
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II (2017-2018, 2016-2017, 2015-2016 წლის გაზაფხულის სემესტრი) საბაკალავრო საფეხური;
  • შრომის და შრომის ბაზრის სოციოლოგია (2016-2017, 2015-2016, 2014-2015 წლის გაზაფხულის სემესტრი) საბაკალავრო საფეხური, სემინარის ხელმძღვანელი;
  • მოდერნიზაცია და თანამედროვე საზოგადოება (2016-2017, 2015-2016, 2014-2015 წლის გაზაფხულის სემესტრი. 2016-2017, 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრი) საბაკალავრო საფეხური, სემინარის ხელმძღვანელი;
  • განათლება თანამედროვე საზოგადოებაში (2016-2017, 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრი) საბაკალავრო საფეხური, სემინარის ხელმძღვანელი;
  • სოციოლოგიის შესავალი (2014-2015 წლის გაზაფხულის სემესტრი) საბაკალავრო საფეხური, სემინარის ხელმძღვანელი.