მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სრული პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით





გიორგი სანიკიძემ 1984 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობდა გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1996-2002 წლებში იყო თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი. 2006-2010 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2001 წელს – სადოქტორო დისერტაცია. სხვადასხვა დროს მიწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა პარიზი-სორბონა-III და პარიზი-სორბონა-IV უნივერსიტეტებში, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში, ჰოკაიდოსა და ოსაკას უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს ფულბრაიტის, დიდროს, იაპონიის ფონდის, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, კარნეგის ფონდის, რუსთაველის ფონდის, ამსტერდამის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“, „ევრაზიის“ ფონდის, INTAS-ის სტიპენდიები და გრანტები. არის დაახლოებით 50 სამეცნიერო პუბლიკაციის (გამოქვეყნებულია 9 ქვეყანაში), არაერთი სახელმძღვანელოსა და საგაზეთო სტატიის ავტორი. მონაწილეობდა 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმში. მისი ხელმძღვანელობითა თუ თანახელმძღვანელობით დაცულია ხუთი დისერტაცია. ლექციებს კითხულობდა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში; მონტანას უნივერსიტეტში; სორბონა-III და სორბონა-IV უნივერსიტეტებში; ვასედას, ჰოკაიდოს, ოსაკას და კიოტოს უნივერსიტეტებში; მეხიკოს იბეროამერიკანას და ანაჰუაკის უნივერსიტეტებში. არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციისა და საზოგადოების წევრი. 2012 წელს მიენიჭა „ფარაბის საერთაშორისო პრემია“ ირანისტიკისა და ისლამმცოდნეობის დარგებში განხორციელებული კვლევებისათვის (იუნესკოს და ისესკოს (ირანისტიკისა და ისლამმცოდნეობის კვლევითი ცენტრი, ირანი) ერთობლივი კონკურსი).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ახლო აღმოსავლეთის (უპირველესად ირანის) ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა; საქართველოსა და კავკასიის ისტორიული ურთიერთობები აღმოსავლეთის ქვეყნებთან; თანამედროვე ისლამთან და ისლამურ მოძრაობებთან დაკავშირებული პრობლემები; „ორიენტალიზმის“ საკითხი და აღმოსავლეთ–დასავლეთის ურთიერთობები; აღმოსავლური ისტორიოგრაფია.

რჩეული პუბლიკაციები
1. დასავლეთის მიერ აღქმული აღმოსავლეთი: დებატები ედვარდ საიდის „ორიენტალიზმის“ გარშემო. კრ-ში ქართული, დასავლური და აღმოსავლური ისტორიოგრაფიული ტრადიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014, გვ. 107–166. (რეზიუმე ინგლისურ ენაზე).
2. An Historical Survey of Georgian-Iranian Relations in the Nineteenth Century. Journal of Persianate Studies, Vol. I, No.2. Leiden: Brill, 2008, 148-173.
3. Islamic Resurgence in the Modern Caucasian Region:’Global’ and ‘Local’ Islam in the Pankisi Gorge. კრ-ში Yuama T. (ed.), Regional and Transregional Dynamism in Central Eurasia: Empires, Islam and Politics. Sapporo: Hokkaido University Press, 2007, pp. 263-282.

წიგნები
1. (თანაავტორი და თანარედაქტორი). ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIX-XXI სს-ის დასაწყისი). თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011
2. (ნ. გელოვანთან ერთად). ისლამი (რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2009
3. შიიზმი და სახელმწიფო ირანში. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2005 (რეზიუმე ფრანგულ ენაზე)
4. ისლამი და მუსლიმები თანამედროვე საქართველოში. გამომცემლობა „ლოგოსი“, თბილისი, 2000 (რეზიუმე ინგლისურ ენაზე)

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
ახლო აღმოსავლეთის ისტორია (შემოდგომის სემესტრი)
ისლამი და პოლიტიკა (შემოდგომის სემესტრი)
ახლო აღმოსავლეთი – სტერეოტიპი და რეალობა (გაზაფხულის სემესტრი)
პოლიტიკური პროცესები თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი (გაზაფხულის სემესტრი)
საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიული ურთიერთობები (გაზაფხულის სემესტრი)
მაგისტრატურა
აღმოსავლეთი და დასავლეთი – ურთიერთობების და ურთიერთაღქმის ისტორია (შემოდგომის სემესტრი)
საერთაშორისო ტერორიზმი (გაზაფხულის სემესტრი)
ისლამი და სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში (შემოდგომის სემესტრი)
ისლამი და პოლიტიკა კავკასიაში (გაზაფხულის სემესტრი)
დოქტორანტურა
სადოქტორო სემინარი