მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გრიგოლ ჯოხაძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1996 წელს კი – ასპირანტურა. 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს ეკლესიის ისტორია მე-13-14 სს“. ძირითადი კვლევითი საკითხებია: შუა საუკუნეთა ისტორიისა და ფილოსოფიის, რელიგიურ, შედარებითი ლიტერატურისა და სემიოტიკის პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს დაარსების დღიდან. იყო ჰუმანიტარული და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • შუა საუკუნეთა ისტორია და კულტურა
  • რელიგიური მოძღვრებანი
  • მოდერნისტული ლიტერატურა
  • ამერიკანისტიკა
  • ეკლესიის ისტორია
  • სემიოტიკა

რჩეული პუბლიკაციები

  • Three « Councils » and One « Point of View »
  • (Concerning councils dedicated to Armenian’s religious allegiance in the Georgian historical narrative), Montpellier University Works, 2015
  • Иосиф Бродский на грузинcком языке: опыт переводчика, Материалы всемирного конгресса переводчиков, Москва, 2015
  • Борис Пастернак на грузинском языке: опыт переводчика, Материалы Государственного Музея России, Москва, 2015
  • Pseudoimpulses of Eurasianism in Georgian Literature (20th), Journal of Literature and Art Studies, 2015
  • Human Body in ,,Kartlis Tskhovreba”, 47th International Congress on Medieval Studies, Medieval Institute, College of Arts and Sciences, Western Michigan University, Kalamazoo, 2012
  • Antagonisme des narratifs sur la question de L’identite religiuse et ethnique de Ivane et de Zakaria Mkhargrdzeli, Actes du colloque, L’Europe et le Caucase, Les relations interregionales et la question de L’identite, Sous La direction de Mzaro/Mzagve Dokhturishvili, Gerard Dedeyan , Isabelle Auge, Edition Universite d’Etat Illia, 2012
  • Jokhadze, L. Coffin, Rustaveli to Galaktion An Anthology, Indiana University Pres ,,Slavica”, 2014
  • The medieval concept about sources of the Caucasian people. Leonti Mroveli Magazine of sociopolitical and economic research ,,Caucasus and globalization”, 4, СА&GG Press, 2013
  • Jokhadze ,,In search of an invented kingdom” and the Georgian Reality         An anthology ,, Representation of the Mongols in Caucasus (13-15 Century), ,,Differenz und Integration”, 2011

წიგნები

  • ავგუსტინესეული პროვიდენციალიზმი და ჟამთააღმწერლის რელიგიური მსოფლმხედველობა, თბ., 1998
  • საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან (მე-13-14 სს.), თბ., 2003
  • ისტორიული ესსეები, I, თბ., 2005
  • ისტორიული ესსეები, II, თბ., 2005
  • თომას სტერნზ ელიოტის ,,მკვლელობა ტაძარში“, თბ., 2004
  • იოსიფ ბროდსკის მშვენიერი ეპოქის დასასრული, თბ., 2008
  • ადამიანისსახა ისტორია, ისტორიული ანთროპოლოგიის შესავალი, თბ., 2009
  • ხოსე ორტეგა-ი-გასეტის ,,ადამიანი და ხალხი“, თბ., 2012
  • მარჯორი უორდროპის ,,მოგზაურობა საქართველოში: ჩანაწერები“, თბ., 2012
  • Jokhadze, L. Coffin Rustaveli to Galaktion An Anthology, Indiana University Pres ,,Slavica”, 2013
  • Terra Historica, ნარკვევები, თბ., 2015

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ბაკალავრიატი
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში
  • ,,ოქროს ხანის“ საქართველოს ისტორია
  • ისტორიული ანთროპოლოგიის შესავალი
  • სხეულის თავგადასავალი
  • მონგოლები და მონგოლთა სახელმწიფოები
  • მსოფლიო რელიგიათა აღქმა შუა საუკუნეების ქართულ საისტორიო მწერლობაში
  • ეპოქის დასასრული: თომას სტერნზ ელიოტი. იოსიფ ბროდსკი
  • ძველი მსოფლიო ისტორია
  • სამაგისტრო
  • ინგლისურ-ქართული მხატვრული თარგმანი
  • საეკლესიო ცხოვრება ძველ საქართველოში
  • საქართველოს ისტორია
  • მსოფლიო ცივილიზაციათა ისტორია
  • რელიგიათა ისტორია
  • საქართველოს ეკლესიის ისტორია
  • ქართველთმცოდნეობა

  • პროფესორი ჯოხაძე თარგმნის მსოფლიო პოეზიისა და ესსეისტიკის რჩეულ ნიმუშებს რუსულიდან, ინგლისურიდან, პოლონურიდან და გერმანულიდან