მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, არქეოლოგიის მიმართულება, პროფესორ-ემერიტუსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

პალეოურბანული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი





1972 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1973 წლიდან მონაწილეობს არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1992 წლიდან მუშაობს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო საკითხებში. 1997 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო მიმართულებით.
2000 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორია. 2007 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1992 წელს – სადოქტორო: ,,კოლხეთისა და იბერიის წარმართული ტაძრები და ქართული ქრისტიანული არქიტექტურის წარმოშობის საკითხები“. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
გურამ ყიფიანი იყო გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სტიპენდიატი. კაიროს უნივერსიტეტში გავლილი აქვს კურსი: ,,არქეოლოგია, ძეგლთა რესტავრაცია, სამუზეუმო საქმე“. მოხსენებები წაიკითხა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტსა და კალსრუეს უნივერსიტეტში თემაზე: ,,ანტიკური კლდოვანი არქიტექტურის შესწავლის პრობლემები“.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნების ისტორია, არქიტექტურის ისტორია, კლდოვანი არქიტექტურა.