მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით





1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კითხულობს სალექციო კურსებს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ავტორი და თანამონაწილე. 2009 წელს იყო ქართული პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე. არის საერთაშორისო ორგანიზაციების – ICOM-ის, CIMAM-ისა და AICA-ს წევრი, აკადემიური გამოცემა ARTMARGINS-ის ბორდის წევრი (2011-2013). საერთაშორისო საგრანტო პროგრამების საფუძველზე კვლევით მივლინებაში იმყოფებოდა ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია) და CIMAM-ის 2014 წლის კონფერენციაზე დოჰაში (ყატარი). 2008-2014 წლებში გაიარა ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტურა. მისი სადოქტორო კვლევის თემა ეხება პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების ხელოვნებასა და ქართული სახელოვნებო სივრცის ტრანსფორმაციას. თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოურ გამოცემებთან, სხვადასხვა დროს მუშაობდა რედაქტორისა და პროექტ-მენეჯერის პოზიციებზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • თანამედროვე ხელოვნების ისტორია და თეორია
  • უახლესი მიმდინარეობები ხელოვნებასა და არქიტექტურაში
  • კრიტიკა
  • ხელოვნების ფილოსოფია
  • კურატორული საქმიანობა

რჩეული პუბლიკაციები

  • Some Considerations on Aspects of Tbilisi’s IdentityThrough Architectural Narratives.” Identity Studies. Ilia State University. 2016.
  • „კონტექსტების გადაკვეთაზე – გია ეძგვერაძის რამდენიმე პროექტის შესახებ“. კრიტიკა. N4. თბილისი. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2014 წ., გვ.194-214.
  • აღქმის საზღვრები ქართულ ვიდეო არტში. ქართული ვიდეოარტი. აქტივი კულტურისათვის. თბილისი, 2014.
  • თანამედროვე ხელოვნებისა და ნამუშევრის ხარისხის შესახებ./ II ნაწილი. აკადემია N3. გვ.150-159. თსსა. თბილისი. 2013.
  • შესაძლო დეტერიტორიზაცია საოცრებებისთვის. Nordic art – between miracles. Goteborg. Sweden. 2013.
  • თანამედროვე ხელოვნებისა და ნამუშევრის ხარისხის შესახებ. აკადემია N2. გვ. 26-35. თსსა. 2011.
  • თანამედროვე ქართული ხელოვნება – მიმოხილვა/პროექტი UTOPIA/IFA200.5

თარგმანები:

  • არტურ დანტო. ხელოვნების დასასრულის შემდეგ. ქართული თარგმანი – 8-11 თავები. თსსა. 2014.
  • ჯეკ უეზერფორდი. ჩინგიზ ყაენი (დოკუმენტური პროზა), ქართული თარგმანი, 2011

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

არქიტექტურის ზოგადი ისტორია II; ვიზუალური ხელოვნების კვლევისა და ინტერპრეტაციის მეთოდები; უახლესი ტენდენციები ვიზუალურ ხელოვნებაში; ხელოვნების კრიტიკა და საკურატორო საქმე; ვიზუალური ნიშნები და თანამედროვე კულტურა

არქიტექტურის ზოგადი ისტორია I; არქიტექტურის ზოგადი ისტორია III; ვიზუალური ხელოვნების კვლევისა და ინტერპრეტაციის მეთოდები; ხელოვნება რეალიზმიდან XX საუკუნის დასასრულამდე; პოსტმოდერნისტული ხელოვნება და პოსტ ტოტალიტარული სივრცე

  • საბაკალავრო
  • არქიტექტურული ფორმები და კონცეფციები მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე.
  • არქიტექტურის ზოგადი ისტორია II;
  • არქიტექტურის ზოგადი ისტორია I.
  • 2013-დან დღემდე
  • საბაკალავრო:
  • ხელოვნების კრიტიკა და საკურატორო საქმე;
  • უახლესი ტენდენციები ვიზუალურ ხელოვნებაში;
  • ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი (ხელოვნებათმცოდნეობა);
  • ვიზუალური ხელოვნების კვლევისა და ინტერპრეტაციის მეთოდები.
  • 2011-დან დღემდე
  • სამაგისტრო:
  • ვიზუალური ნიშნები და თანამედროვე კულტურა;
  • პოსტმოდერნისტული ხელოვნება და პოსტ ტოტალიტარული სივრცე;