მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით





ლევან ბერძენიშვილი 1970-1972 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1977 წელს კი დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება და 1991 წელს დაიცვა დისერტაცია მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად. 1978-1994 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობამდე, იყო ფონდ „ქართუს“ დირექტორი (1997-1998), ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (1998-2004), საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი (2004-2008 და 2012-2016); იყო საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2015-2016), არის რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი (1978), რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რესპუბლიკური ინსტიტუტის დამფუძნებელი (2008), იყო ამ ინსტიტუტის დირექტორი (2008-2012).

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კლასიკური ფილოლოგია, ძველი ბერძნული და ლათინური ენები, მსოფლიო ლიტერატურა

წიგნები
„წიგნიერების ევოლუცია“, 2016
„ილიადა“, პროზაული თარგმანი, 2015
„წმინდა წყვდიადი“, 2010
„ლათინური ენა“, ორ ტომად, 2008

სტატიები ჟურნალებში
12 სტატია ჟურნალ „ლიბერალში“

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
ძველი ბერძნული პროზა (2015-2016 სასწავლო წელი)
მაგისტრატურა
ჰომეროსის „ილიადა“ (2015-2016 სასწავლო წელი)

ბაკალავრიატი
ძველი ბერძნული დრამა (2014-2015 სასწავლო წელი)
ძველი ბერძნული პოეზია (2014-2015 სასწავლო წელი)