მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციოლოგია, ასოცირებული პროფესორი





ლევან თარხნიშვილი დაიბადა 1971 წლის 1-ლ სექტემბერს ქ. თბილისში. დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი სატყეო ინჟინრის სპეციალობით და სწავლა განაგრძო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრაღის ფილიალში სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე. აღნიშნული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1995 წელს, მიენიჭა ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სოციალური მეცნიერების მაგისტრის წოდება. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ღირებულებები – კონცეფცია, კვლევა და ალტერნატიული მიდგომა“. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ „ბიზნესკურიერში“ საშინაო პოლიტიკის განყოფილების ანალიტიკოსად; საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ პროექტში – „სახელმწიფო მართვის სისტემის გარდაქმნის მხარდაჭერა“ – ჯერ კონსულტანტად, შემდეგ ქვეჯგუფის ხელმძღვანელად; სოციალურ-ეკონომიკური საკითხების კვლევით ცენტრში CASE-Poland (ვარშავა, პოლონეთი) ანალიტიკოსად; ამერიკულ ორგანიზაცია „ევრაზიის ფონდში“ კონკურსების კოორდინატორად; სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამის კოორდინატორად საქართველოში და კავკასიური კვლევების რესურსცენტრის დირექტორად საქართველოში. იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და საქართველოს პარლამენტის წევრი; ასევე – ტოლერანტობის და ინტეგრაციის ხელშემწყობი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიების წევრი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2006 წლიდან. სხვადასხვა დროს იყო მოწვეული ლექტორი, ასისტენტ-პროფესორი და სოციოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საზოგადოების ღირებულებები და მათი ტრანსფორმაცია, ელიტების თეორია და ელიტების კვლევა, საარჩევნო კვლევები, სეკულარიზმი და საზოგადოების პოლიტიკური განვითარება

 რჩეული პუბლიკაციები
Theoretical Aspects of the World Values Surveys: Main Principles, Challenges and Criticisms, Identity Study, 2011.
დამოუკიდებლობის 15 წელი, საზოგადოება და პოლიტიკა, 2007
Georgia: Transformations toward Democracy?, CASE-Poland, 1997

წიგნები
რელიგია და ღირებულებები, სეკულარიზმი საქართველოში 2010
საქართველოს საზოგადოების ღირებულებების ტრანსფორმაცია, საზოგადოება და ღირებულებები, 2007
Youth and Employment in the Countries in Transition, Focus Eastern Europe: Psychological and Social Determinants of Behavior in the Transition Countries, 2001

სტატიები ჟურნალებში
Employment and Social Mobility, European Journal of Education, 2000
Youth and Employment in the Countries in Transition, The Finnish Review of East European Studies, 1999
New Life for Old People – Youth in Georgia and Armenia, Leisure, Time and Space: Meanings and Values in People’s Lives, Leisure Studies Association, Brighton, 1998
Traders and Mafiosi –Self-Employed Youth in Armenia, Ukraine and Georgia, Journal of Youth Studies, 1997
Youth in Georgia without the Opportunity for Recreation and Entertainment, World Leisure and Recreation, 1996

სტატიები გაზეთებში
პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ციკლები, „ქრისტიან-დემოკრატი“, 2001

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები
მაგისტრატურა
კვლევითი პროექტი 2

ბაკალავრიატი
სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები (2006 წლიდან დღემდე)
მაგისტრატურა
კვლევითი პროექტი (2006 წლიდან დღემდე)
ელიტების თეორია (2006-2008 სასწავლო წლები)
ღირებულებების კვლევა (2006-2008 სასწავლო წლები)