ლევან ცაგარელი სწავლობდა გერმანულ ფილოლოგიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1998-2004), ასევე შედარებით ლიტერატურათმცოდნეობასა და სკანდინავისტიკას ჰამბურგის (2001), ვენისა (2002, 2009) და სტოკჰოლმის (2005) უნივერსიტეტებში. მონაწილეობდა შილერის საერთაშორისო დღეებში (ვაიმარი, 1999), ინსბრუკის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსში (2000), ლიტერატურათმცოდნეობის საზაფხულო სკოლაში (მარბახი, 2003), ღია სამყაროს ლიდერობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამასა (ჩიკაგო, 2010) და რობერტ ბოშის ფონდის საზაფხულო აკადემიაში (შტუტგარტი, 2014). 2006-2009 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფრო სპეციალისტი. 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: არნო შმიტის გვიანდელი პროზა, როგორც მეტაფიქცია (2008 წ.). 2009 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი (2010-2011). სხვადასხვა დროს ხანმოკლე კვლევითი მივლინებით იმყოფებოდა ზაარბრიუკენის (2008), დიუსელდორფის (2010, 2013-2014, 2016), ბერლინში ჰუმბოლტის (2014 წ.), ვენისა (2009, 2015 წწ.) და ფრიბურგის (2016 წწ.) უნივერსიტეტებში. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიების („წლის საუკეთესო რომანი“ და „საუკეთესო ლიტერატურული თარგმანი“) ჟიურისა და კათოლიკური აკადემიური გაცვლის სამსახურის (KAAD) კომისიის წევრი. გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის პროგრამის – Go East – ფარგლებში ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ საზაფხულო სკოლას გერმანელი სტუდენტებისთვის Faszination Kaukasus (2013-2014 წწ.). 2016 წლიდან ჩართულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ „საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისთვის“ დაფინანსებულ საგრანტო პროექტში „ქართველთა კულტურული ნაკვალევი გერმანიაში“. მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის კითხვის სტუდენტური კლუბის შეხვედრების ორგანიზებასა და წარმართვაში.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
- მეოცე საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურა
- პოსტმოდერნისტული რომანის პოეტიკა
- თხრობის თეორია (ნარატოლოგია)
- მეტაფიქციურობა
- ლიტერატურისა და კულტურის ანალიზი (დეკონსტრუქცია)
- ლიტერატურის კულტურათაშორისი და შედარებითი კვლევები
- ინტერმედიალობის თეორია და მედიათშორისი კვლევები (ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების ურთიერთმიმართება)
რჩეული პუბლიკაციები
- Tsagareli, Levan (2016) Die Dezentrierung als transkulturelles Merkmal der postmodernen österreichischen und georgischen Künstlernarrative. Chancen und Schwierigkeiten des interkulturellen Dialogs über ästhetische Fragen, 13. pp. 103-117. ISSN 978-3-643-50714-3
- Tsagareli, Levan (2014) William T. Kolderup als unzuverlässiger Erzähler (Zur narrativen Struktur von Arno Schmidts Roman Die Schule der Atheisten). Germanistische Studien (11). pp. 216-228. ISSN 1512-3251
- Tsagareli, Levan (2011) Der ‚Strom der Heldenlieder‘ vs. das ‚winzige Rinnsal‘. Epos als eine maskuline Konstruktion und deren Demontage in Christa Wolfs “Kassandra”. Sprache und Literatur im Spannungsfeld von Politik und Ästhetik. Christa Wolf zum 80. Geburtstag. Hg. v. Sabine Fischer-Kania & Daniel Schäf, 30-40. München: iudicium.
- Tsagareli, Levan (2011) Gefühl als Simulation in Patrick Süskinds “Das Parfum”. Germanistische Studien (10). pp. 274-280. ISSN 1512-3251
- Tsagareli, Levan (2010) Besonderheiten des eschatologischen Chronotopos in Christoph Ransmayrs Die letzte Welt. Modern Austrian Literature, 43 (3). pp. 55-75. ISSN 0026-7503
- Tsagareli, Levan (2010) Die Anfänge der Arno-Schmidt-Rezeption in Georgien. In: Arno Schmidt global. Eine Bestandsaufnahme der internationalen Rezeption 1950–2010. edition text+kritik, München, pp. 126-127. ISBN 978-3-86916-086-3
- Tsagareli, Levan (2009) Die Dekonstruktion der Figuren in Christoph Ransmayrs ”Die letzte Welt”. Zeitschrift für Literaturwissenschaft und Linguistik, 155. pp. 134-147. ISSN 0049-8653
- Tsagareli, Levan (2007) Formen der Selbstreflexion in Arno Schmidts “Abend mit Goldrand”. Bargfelder Bote. Materialien zum Werk Arno Schmidts (301-2). pp. 21-30. ISSN 0342-8036
- Tsagareli, Levan (2007) Fiktionalität als Deviation des Erzählaktes. Germanistische Studien (7). pp. 107-113. ISSN 1512-3251
- Tsagareli, Levan (2006) Die Besonderheiten der Realitätskonstruktion in Arno Schmidts ”Abend mit Goldrand”. Literatur im Unterricht. Texte der Moderne und Postmoderne in der Schule, 3. pp. 209-220. ISSN 1615-6447
წიგნები
ცაგარელი, ლევან (2008) „არნო შმიტის გვიანდელი პროზა, როგორც მეტაფიქცია“. სადისერტაციო ნაშრომი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. (http://old.press.tsu.ge/GEO/internet/disertaciebi/disertacia%20saboloo.pdf
პუბლიკაციების ვრცელი სია
კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები:
- Tsagareli,Levan (2015), Zum Wandel der Semantik von grauer Farbe zwischen Moderne und Postmoderne (Rilke, Mann, Ortheil, Modick). In: Rainer Maria Rilke-Tagung in Tbilisi, 29-30 Oktober 2015,
- ცაგარელი, ლევან (2015), ხელოვანი როგორც კონსტრუქცია თანამედროვე სახელოვნებო ნარატივში (დანიელ ქელმანის მე და კამინსკი და ერეკლე დეისაძის დამლაგებელი). შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენცია: ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაში, 19-20.10.2015, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ცაგარელი,ლევან (2009), მხატვრული სამყაროს დეკონსტრუქცია ქრისტოფ რანსმაირის რომანში უკანასკნელი სამყარო. II საერთაშორისო სიმპოზიუმი: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები, 16-18.12.2008, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.
- Tsagareli,Levan (2009), Der Paradigmenwechsel im germanistischen Literaturunterricht an der Staatlichen Ivane Javakhishvili Universität In: გერმანული ენა – გზა ევროპისკენ, 12-15.09.2007, Ivane Javakhishvili Tbilisi State University.
- Tsagareli,Levan (2008), Kanonwechsel in den Lehrveranstaltungen zur neueren deutschsprachigen Literaturgeschichte an der Staatlichen Ivane Javakhishvili Universität In: Zukunft der Germanistik an der Staatlichen Ivane Javakhishvili Universitaet Tbilissi, 08.10.2008 , Ivane Javakhishvili Tbilisi State University.
- ცაგარელი,ლევან (2008), პარატექსტის მხატვრული დანიშნულება არნო შმიტის რომანში “საღამო ოქროს შარავანდედით”. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II სამეცნიერო კონფერენცია, Ivane Javakhishvili Tbilisi State University. (Unpublished)
- ცაგარელი,ლევან (2007), არნო შმიტი – გერმანელი ჯოისი. პროფ. ნიკო ყიასაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, 12.2006, თსუ I კორპუსი, ი. ჯავახიშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზი (Unpublished)
საჯარო ლექციები:
- ცაგარელი,ლევან (2014), ლიტერატურული ნაწარმოები როგორც სამყაროს გააზრების საშუალება. ახალი განმანათლებლობა, 05.2014, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ცაგარელი,ლევან (2014), გოეთეს “ფაუსტის“ (ანტი)ფემინისტური კონტრაფაქტურა არნო შმიტის რომანში “ათეისტების სკოლა“. გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილების სხდომა, 05.2014, თბილისის კლასიკური გიმნაზია.
- ცაგარელი,ლევან (2013), გარდატეხის ხანის ლიტერატურა. 10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე, ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ცაგარელი,ლევან (2013), ზომბირებასა და ემანსიპაციას შორის. განათლების სისტემის ზოგიერთი თავისებურება თანამედროვე საქართველოში. საინიციატივო ჯგუფის მიერ izone გამართული საჯარო დისკუსია თემაზე – განათლების პოლიტიკა, 11.2013, ქუთაისი.
- ცაგარელი,ლევან (2013), გერმანულენოვანი ლიტერატურა სტუდენტური მოძრაობის წლებში. 10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე, ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ცაგარელი,ლევან (2013), გერმანულენოვანი სოც.რეალიზმი. 10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე, ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ცაგარელი,ლევან (2013), ომის შემდგომი ხანის ლიტერატურა. 10 საჯარო ლექცია გერმანულ ლიტერატურაზე, ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ცაგარელი,ლევან (2008), არნო შმიტის შემოქმედების ქართული რეცეფციის სათავეებთან. გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილების საიუბილეო საღამო, მიძღვნილი ნოდარ კაკაბაძის გარდაცვალების წლისთავისა და დაბადების 85 წლისთვის, 09.2008, გოეთეს ინსტიტუტი.
ლევან ცაგარელის ხელმძღვანელობით შესრულებული სამაგისტრო ნაშრომები
- გიორგი სილაგაძე: „სიმონ დე ბოვუარის მეორე სქესი როგორც დეკონსტრუქციული ტექსტი“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014
- ვარლამ აბუაშვილი: „ტოტალიტარიზმის აღქმა გერმანულენოვანსა და ქართულ ლიტერატურაში თომას ლერისა და ირაკლი სამსონაძის რომანების მიხედვით“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014
- თათია ლეკიაშვილი: „იმიტაციასა და პლაგიატს შორის – ომის აღქმა ერიხ მარია რემარკისა და თანამედროვე ქართულენოვან რომანებში“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014
- ქეთევან ჩაფიძე: „ღმერთის მოტივი ომის შემდგომი ხანი გერმანულენოვან ლიტერატურაში (1945-1949)“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014
- ნინო ტაბატაძე: „ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმისა და ჰოლოკოსტის აღქმის თავისებურებები მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გერმანულენოვან რომანში (ალფრედ ანდერშის მკვლელის მამისა და ბერნჰარდ შლინკის წამკითხველის მიხედვით)“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014
- ლანა კილაძე: „თანამედროვე მედია-ტექნოლოგიების როლი ქართულ პოპ-რომანში“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013
- ნინო ხეცურიანი: „ქართული და გერმანული სახელოვნებო მოდერნისტული ნარატივების ზოგიერთი თავისებურება (კ. გამსახურდიას დიონისოს ღიმილი და თ. მანის სიკვდილი ვენეციაში)“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013
- მაკა ნოზაძე: „კაცია–ადამიანი?! რომანისა და სპექტაკლის შედარებითი ანალიზი“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013
- გვანცა სიხარულიძე: „ინტერტექსტობრივი მიმართებები ქართულსა და გერმანულ საოჯახო რომანებში – თომას მანის რომანის ბუდენბროკები და ოთარ ჭილაძის რომანის ყოველმან ჩემმან მპოვნელმან მიხედვით“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013
- თეა თალაკვაძე: „90-იანი წლების გარდატეხა აკა მორჩილაძის ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების, ინგო შულცეს Simple Story-ისა და ვიკტორ პელევინის მწერების ცხოვრების შედარებითი ანალიზის მიხედვით“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012
- ნინო თედიაშვილი: „ქართული პოპ-რომანის თავისებურებები (ლაშა ბუღაძის ოქროს ხანა და აკა მორჩილაძის აგვისტოს პასიანსი)“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012
- თამთა გოგიჩაშვილი: „ქართული საავტორო ზღაპრის პოეტიკის თავისებურებები“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012
ამჟამად ხელმძღვანელობს ხუთ სამაგისტრო და ორ სადოქტორო ნაშრომს.