მაკა ლაშხია

ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის მიმართულებით

მაკა ლაშხია 1994–2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ფილოსოფიაში. 2005 წელს ნანტის მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტში (IUFM, Nantes, France) გაიარა ფილოსოფიის მასწავლებლის გადამზადების სრული კურსი. 2005–2008 წლებში ფოლკსვაგენის ფონდის (Volkswagenstiftung) და კათოლიკური აკადემიური გაცვლითი სამსახურის (KAAD) გრანტების ფარგლებში იყო ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი, ხოლო 2010 წელს კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) პროგრამის ფარგლებში — ფრიბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი.

2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „ეროსი როგორც ფილოსოფიური შემეცნების საწყისი და გზა სამართლიანობისაკენ“  და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. აქვს სწავლების 25-წლიანი გამოცდილება.

მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და ვორკშოპში. არის 40-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. მოპოვებული აქვს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის სტიპენდიები, რომლის ფარგლებშიც კვლევითი ვიზიტებით იმყოფებოდა ბერლინის, ზიგენის, იენის, ბოხუმის, მონპელიესა და ნიცის უნივერსიტეტებში.

მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ანტიკური ფილოსოფია, აღორძინების ეპოქის ფილოსოფია, თანამედროვე ფრანგული ფილოსოფია, ესთეტიკა და ბიოეთიკა.

რჩეული პუბლიკაციები:
Plato’s Language of Dialogue as Topos of Human Existence, Série monographique en sciences humaines, St. Lawrence University, Canada, 2016
Ästhetische Kultur – vom Surrealismus bis zum Hyperrealismus, in: Symposionsbeiträge, Wien, 2016. P. 139-144
სოკრატე -- ანტიკურობის განმანათლებელი, მამუკა ბერიაშვილთან ერთად, ედიტორები: მამუკა ბერიაშვილი, იოჰანეს ვაისი, კრებულში: რელიგიურობა და რელიგიის თავისუფლება, თბილისი, გამომცემლობა მერიდიანი, 2014. გვ. 27-43
From the consciousness of the imagination to the consciousness of the freedom (Jean-Paul Sartre, Imagination-1936; Situation X, 1976), dans: Classiques Garnier, "Première œuvre", 2013, Paris, p. 225-232
სიყვარულის თეორია: სხვის სიყვარული და ღმერთის სიყვარული, შედარებითი ლიტერატურის კრებული 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013
ეროსის ბუნების განსაზღვრება პლატონის ფილოსოფიაში, სემიოტიკა, თბილისი, 9/2011. გვ. 105-122.
არისტოტელე, მამუკა ბერიაშვილთან ერთად, კრებულში: თავისუფლების ფილოსოფიის კლასიკოსები. პლატონიდან ჰაიდეგერის ჩათვლით, (ედიტორები: მ. ბერიაშვილი, უ. რ. იეკი, ბ. მოიზიში), გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი, 2011. გვ. 41-60
სათნოებების არსი და სამართლიანობის პრინციპი პლატონის მოძღვრებაში -- მ. ბერიაშვილთან ერთად, ქრისტიანული დემოკრატია, №4, 2002, გვ. 51-74

პუბლიკაციების სრული სია:

მიმდინარე სალექციო კურსები

ესთეტიკა; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II

ესთეტიკა; საბაკალავრო ნაშრომი (ფილოსოფია); შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I

სალექციო კურსების კატალოგი

1. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I - საბაკალავრო საფეხური
2. ანტიკური ფილოსოფიის ისტორია - საბაკალავრო საფეხური
3. კლასიკური ესთეტიკური პარადიგმები: ხელოვნების ფილოსოფიის ისტორია ჰეგელიდან დღემდე - საბაკალავრო საფეხური
4. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია - საბაკალავრო საფეხური
5. ფილოსოფიის ისტორია I - საბაკალავრო საფეხური
6. სიყვარულის ფილოსოფია - საბაკალავრო საფეხური
7. ეგზისტენციალისტური დისკურსი: ყოფიერების აბსურდულობიდან არჩევანის თავისუფლებამდე - - საბაკალავრო საფეხური
8. მოდა როგორც კულტურის დინამიკა და ლოგიკა - საბაკალავრო საფეხური