მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მიმართულებით





მალხაზ თორია დაიბადა 1978 წლის 30 აგვისტოს სოხუმში.  დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით. 2009 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო  (PhD) დისერტაცია თემაზე „დროის აღქმა და ისტორიის კონცეფცია შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში“ („ქართლის ცხოვრების“ ისტორიოგრაფიული ტრადიციის მიხედვით). 2006-2008 წლებში იგი ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წლებში იყო  ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2014 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი ისტორიის მიმართულებაზე და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2015 წლიდან ხელმძღვანელობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრს; რიგი პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების (DAAD, OSF, Fulbright, რუსთაველის ფონდი და სხვ.) ფარგლებში მუშაობდა კვლევით პროექტებზე  ისეთ აკადემიურ დაწესებულებებში, როგორებიცაა : Central Europena University (ბუდაპეშტი, უნგრეთი); Zentrum für Literatur-und Kulturforschung (ბერლინი, გერმანია), The New School for Social Research (ნიუ იორკი, აშშ), The Harriman Institute, Columbia University (ნიუ იორკი, აშშ);  UC Berkeley (ბერკლი, აშშ), Mount Holyoke College (საუთ ჰედლი, აშშ),   Humboldt University (ბერლინი, გერმანია).  მის მიერ გაწეული კვლევის შედეგები აისახა  სხვადახვა  აკადემიურ ფორუმზე წარდგენილ მოხსენებებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში, მათ შორის – საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მალხაზ თორიას  სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: ისტორიული აზროვნება და დისკურსი შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოში, ასევე  მეხსიერების პოლიტიკა,  წარსულის ინსტრუმენტალიზაცია  და კონფლიქტები პოსტსაბჭოთა საქართველოში; რუსული და საბჭოთა იმპერიული მემკვიდრეობების როლი საქართველოში  ეთნიკური და კულტურული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში;  თანამედროვე აფხაზეთში გამყოფი  მიჯნების/საზღვრების, „განდევნისა“ და ეთნიკური წმენდის პოლიტიკა; საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილების მეხსიერებები

რჩეული პუბლიკაციები 

  1. “Trapped in the past:  memories of Georgian IDPs on the margins of society”,  Nationalities Papers, 2017 (თანავტორი) (იბეჭდება)
  2. Remembering Homeland in Exile: Recollections of IDPs from the Abkhazia Region of Georgia” in Journal on Ethnopolitics and Minority Issues in Europe, Vol 14, No 1, 2015, 48-70.
  3. The Soviet Occupation of Georgia in 1921 and the Russian-Georgian War of August 2008: Historical Analogy as a Memory Project“ in The Making of Modern Georgia, 1918–2012: The first Georgian Republic and its Successors. Ed. by Stephen F. Jones. London and New York: Routledge, Taylor & Francis Group, 2014, pp. 316-336.

პუბლიკაციების ვრცელი სია

  1. ისტორიული ნარატივის ტიპები და შუა საუკუნეების ქართული ისტორიული აზროვნება”. მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანიN24, თბილისი,    გვ. 512-526.
  2. “Projekty pamięci historycznej i polityka wykluczenia. Korzenie konfliktów etnicznych w Gruzji”, Między ideologią a socjotechniką. Kwestia mniejszości narodowych w działalności władz komunistycznych – doświadczenie polskie i środkowoeuropejskie, red. naukowa Magdalena Semczyszyn, Jarosław Syrnyk, Warszawa – Szczecin – Wrocław, 2014, 606 s. 523-531.
  3. “Suchumi: antikes Erbe und umkämpfter Ort am Schwarzen Meer”, in OST-WEST. Europäische Perspektiven Schwerpunkt:
Hafenstädte in Mittel-und Osteuropa, 2/2013, pp. 135-142
  4. “Anthropology of Time: ‘Other Times’ or Temporal Plurality
in Medieval Georgian Culture” in Promemoria: Revista Institutului de Istorie Socială, Volumul III, nr. 4, Chișinău, 2012. pp.110-115
  5. „საბჭოთა წარსული, მეხსიერების ადგილები და იკონოკლაზმი თანამედროვე საქართველოში“, ცივილიზაციური ძიებანი. N9, თბილისი, 2011. გვ. 22-28
  6. „დავით აღმაშენებლის ლიპარიტ ბაღვაშთან დაპირისპირების რეპრეზენტაცია და დამახსოვრების სტრატეგიები შუა საუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიაში“. პოლიტიკური თეოლოგია, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011. გვ. 203-217
  7. „ნორმან კოენის მილენიუმის ძიება“, მოდერნულობის თეორიები, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010. გვ. 116-127.
  8. “Using narratives of the past in conflict resolution and peace building process” in Conflict and Transformation: State Rhetoric, Search for Identity and Citizenship in the South Caucasus, Center for the Study of Caucasus and Black Sea Region. Tbilisi: The University of Georgia Press, 2010, pp. 227-232.
  9. „ქართულ-ოსური თანაცხოვრების პერსპექტივები ალტერნატიული სამშვიდობო ინიციატივების კონტექსტში“. კავკასიის ეთნოლოგიის კრებული, თბილისი, 2010. გვ.44-56.
  10. „იდენტობის ძიების და ეთნიკური მობილიზაციის როლი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის ესკალაციაში“. კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, თბილისი, 2009. გვ.113-125.
  11. «Политика памяти как фактор этнической мобилизации в контексте конфликтов на территории Грузии». Материалы для участников Международной летней школи молодых ученых-историков стран СНГ- «Власть и общество в истории: Геополитические изменения на постсоветском пространств в конце XX – начале XXI вв. Кишинев, 2008. сс. 149-152
  12. „დროის აღქმისა და საისტორიო მწერლობის ურთიერთმიმართების პრობლემა შუა საუკუნეებში (პარალელები ქართულ და დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს შორის)”. საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, თბილისი, 2008.გვ. 47-54.
  13. დროის აღქმა: კულტურ-ანთროპოლოგიური კვლევა”. ანთროპოლოგია მომავლის მეცნიერება? თბილისი, 2008. გვ. 226-233.
  14. „წარსულის დამახსოვრების ფორმები და ისტორიკოსის როლი კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბებაში შუა საუკუნეების ისტორიული ტექსტების მიხედვით”. ცივილიზაციური ძიებანი. N5, თბილისი, 2007. გვ. 50-53.
  15. „ეთნიკური წმენდის” თეორიული დასაბუთება თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში“(თ. აჩუგბას ნაშრომის მიხედვით). კავკასიის ეთნოლოგიური კრებული. X, თბილისი, 2007. გვ.57-79.
  16. “Identity, Similarity and Difference as Factors for Intercultural Dialogue” in Proceedings of Round Table “Caucasus – Perspective of Intercultural Dialogue”, Tbilisi, 2007, pp.44-48 (თანაავტორი).
  17. „ნეგატიური სტერეოტიპების ფაქტორი ეთნიკური კონფლიქტების ესკალაციაში და მათი გადალახვის პერსპექტივები (ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითი)”. კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესის მასალები, თბილისი, 2007. გვ. 72-73.
  18. „დროის გაგებათა მოდელები სხვადასხვა კულტურის კონტექსტში“. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბილისი, 2007, 25-27 ივნისი. გვ,29.
  19. „წარსულის გააზრების და მეხსიერების პოლიტიკის როლი კონფლიქტური იდენტობების ფორმირებაში“ (ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითი). ცივილიზაციური ძიებანი. N 4, თბილისი, 2006. გვ. 19-28.
  20. „დროზე ზემოქმედების ფორმები ჯუანშერის თხზულებაში „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა” და სნორი სტურლუსონის „ჰაიმსკრინგლაში”. ცივილიზაციური ძიებანი. N3, თბილისი, 2005. გვ. 7-13.
  21. „ისტორიზმი თუ აისტორიზმი XI საუკუნის ქართულ წერილობით წყაროებში“. კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები. XIV, თბილისი, 2003. გვ. 171-179.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ისტორიის კვლევა, თეორიული მიდგომები და მეთოდები

ისტორიის შესავალი: რა არის ისტორიკოსის ხელობა წარსულის კვლევა თუ შექმნა?; აკადემიური წერა და სამეცნიერო ნაშრომის დიზაინი საისტორიო მეცნიერებაში; თანამედროვე საისტორიო მეცნიერება: გამოცდილება და პერსპექტივები; ისტორიული სოციოლოგია

  1. დროის აღქმა და ისტორიული აზროვნება შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში (სამაგისტრო კურსი)