მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულებით





მამუკა ნადარეიშვილმა 1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1979-1983 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1983 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „რეგრესიის ფუნქციისა და განაწილების სიმკვრივის არაპარამეტრული შეფასებების შესახებ“. 1983-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო 2005-2007 წლებში – სოციალური დახმარების სააგენტოს სტატისტიკური დეპარტამენტის უფროსად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია 2008 წლიდან. 2012-2015 წლებში იყო საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის პრეზიდენტი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მათემატიკური და გამოყენებითი სტატისტიკა, შერჩევითი სოციოლოგიური კვლევები

რჩეული პუბლიკაციები

  • Using a Proxy Means Testing in a Conditional Cash Transfer Program, BOTA Foundation 2013. jointly withLarry Dershem, FarkhodSaiduloev, Craig Arnold, Joe Rittmann
  • Correlation of the Caucasus petroleums by distribution of trace metals. Georgia Chemical Journal (2006). ). Jointly with T.Gabunia etc.
  • Asymptotic behavior of a number of repeated records. Statistics and probability letters 35 (1997). Jointly with E.Khmaladze, A.Nikabadze
  • Projection pursuit. III international symposium of young scientists, Budapest, LorandEotvos University. Reports , 1988. Jointly with G.Tusnadi
  • Estimation of difference between kernel type empirical curves of regression in two independent samples. Bull. Georgian Acad. Sci., 1985. Jointly with E.Nadaraia
  • Testing the hypothesis on equality of two regression functions. Bull. Georgian Acad. of Sci., 1984.
  • On a non-parametric estimate of regression function. IV Soviet-Japan symposium, Abstracts, Tbilisi, 1982.
    Non-parametric estimation of the probability density and regression function for a certain model. Bull. Georgian Acad. Sci., 1981.

წიგნები

  • ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, სახელმძღვანელო, თბილისი 1990 (თანაავტორი);
  • უმაღლესი მათემატიკა, ნაწ. 3, სახელმძღვანელო, თბილისი 1988 (თანაავტორი);
  • ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, ამოცანათა კრებული; თბილისი 1990 (თანაავტორი).

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • აღწერითი სტატისტიკა, სემესტრი, საბაკალავრო კურსი,
  • სტატისტიკური პროგრამების გამოყენება, სემესტრი, საბაკალავრო კურსი,
  • გამოყენებითი სოციალური სტატისტიკა, სემესტრი, სამაგისტრო კურსი.
  • შესავალი სტატისტიკაში, სემესტრი, საბაკალავრო კურსი;
  • უმაღლესი მათემატიკა, სასწავლო წელი, საბაკალავრო კურსი;
  • სტატისტიკური მოდელირება, სემესტრი, სადოქტორო კურსი.