მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ხელოვნების და კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი





მანანა ითონიშვილი 1989-დან 2010 წლამდე მუშაობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საავტორო ტელევიზიის კათედრის გამგის მოადგილედ, იყო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მიჰყავდა სალექციო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში.
ასევე იყო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტყველების კათედრის გამგე, ამავე დროს 1995-2003 წლებში მუშაობდა აჭარის ტელევიზიის კონსულტანტად.
2008 წლიდან 2012 წლამდე იყო ტელეკომპანია „საქართველოს“ კონსულტანტი,
2003-დან 2009 წლამდე – ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების კონსულტანტი.
წლების განმავლობაში იყო ტელეკომპანია „ტაბულას“ და „ტვ-პირველის“ ტელესაეთერო ოსტატობის კონსულტანტი.
2008 წლიდან დღემდე საზოგადოებრივ მაუწყებელში გამომსახველობითი და ვიზუალური მიმართულების არტ-ხელმძღვანელია.
2009 წლიდანსხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში ჩატარებული აქვსსემინარები რიტორიკის მიმართულებით.
2010 წლიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელესაეთერო ოსტატობის კონსულტანტია.
2010 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, მიჰყავს სალექციო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. მისი ხელმძღვანელობით სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა 20 მაგისტრანტს მედია მიმართულებით. ასევე არის 4 სადოქტორო თემის ხელმძღვანელი, დოქტორანტებს დაცული აქვთ პროსპექტუსი, ისინი მუშაობის პროცესში იმყოფებიან.
მანანაითონიშვილი რამდენიმე წიგნის რედაქტორია, ნათარგმნი აქვს რამდენიმე წიგნი-რეფერატი მედია მიმართულებით. მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში.მანანა ითონიშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისოკონფერენციებში მუდმივად მონაწილეობენ მისი მაგისტრანტები და დოქტორანტები.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მანანა ითონიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროს განეკუთვნება შემდეგი საკითხები: რიტორიკა, საჯარო გამოსვლები, მედია კომუნიკაციების სახეები.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ამჟამად მიჰყავს შემდეგი სასწავლო კურსები:
  • მეტყველების კულტურა, პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა (ბაკალავრიატი);
  • საქმიანი კომუნიკაციის საფუძვლები (ბაკალავრიატი);
  • ბიზნეს კომუნიკაცია (ბაკალავრიატი);
  • მედია კომუნიკაციის ოსტატობა (მაგისტრატურა);
  • საჯარო გამოსვლის სახეები (მაგისტრატურა).
  • საქმიანი კომუნიკაციის საფუძვლები (1-ლი ნაწილი) (ბაკალავრიატი);
  • საქმიანი კომუნიკაციის საფუძვლები (მე-2 ნაწილი) (ბაკალავრიატი);
  • მეტყველების კულტურა, პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლა (ბაკალავრიატი);
  • მედია და თვითრეგულირება (მაგისტრატურა);
  • მედია თეორიის საფუძვლები (მაგისტრატურა);
  • მედია-კომუნიკაციის ოსტატობა (მაგისტრატურა);
  • მედია კომინიკაციის თეორია და პრაქტიკის ანალიზი (1-ლი ნაწილი) (მაგისტრატურა);
  • მედიაკომუნიკაციის თეორია და პრაქტიკის ანალიზი (მე-2 ნაწილი) (მაგისტრატურა);
  • მედიაკომუნიკაციის თეორია და პრაქტიკის ანალიზი (მე-3 ნაწილი) (მაგისტრატურა);
  • მედიამედიათვითრეგულირება (მაგისტრატურა);
  • სადოქტორო კურსი – მედიაკომუნიკაცია;
  • სადოქტორო სემინარი – მედიაკომუნიკაციისა და საჯარო ურთიერთობის ანალიზი.

საჯარო სამსახურებსა და კერძო სექტორში რეგულარულად ატარებს სემინარებს:

  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
  • დებატები-კამათი
  • პრეზენტაცია და მისი გადმოცემის ხერხები
  • საინფორმაციო საჯარო გამოსვლა
  • ტექსტის სტრუქტურა და შესრულების პრინციპები
  • საჯარო გამოსვლის სხვადასხვა სახეობები
  • მედიასთან ურთიერთობა
  • ბიზნეს-კომუნიკაცია