ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მიმართულებით
მანანა ჯავახიშვილი – ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ევროპისა და საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიას, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს, კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის ისტორიას, ყოველდღიურობის, გენდერის კვლევებს, განათლების ისტორიასა და სხვ. იგი არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის – 3 მონოგრაფიის („ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში“, თანაავტორი ლ. ხომერიკი, 2005; „მონტობანის ქართველ კათოლიკეთა სავანე“, 2009, პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში, 2015) და არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციისა ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. მ. ჯავახიშვილმა ქართულად თარგმნა ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის ჟ. დიუბის წიგნი „რაინდი, ქალი და მღვდელი.“ მიღებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტიპენდია (ვატიკანის კულტურული თანამშრომლობის კათოლიკური კომიტეტის, დენი დიდროს, დედოფალ იადვიგას ფონდის, ჰ. ბიოლის და სხვ.), ახორციელებდა სამეცნიერო პროექტებს საფრანგეთში (პარიზი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახლი), შვეიცარიაში (ფრიბურგის უნივერსიტეტი), პოლონეთში (იაგელონიის უნივერსიტეტი), იტალიაში (რომის ფრანგული სკოლა), საბერძნეთში (ათენის ფრანგული სკოლა) და სხვ.; ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორიის შესახებ ლექციებს კითხულობს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.
შუა საუკუნეების ისტორია; ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორია; ჯვაროსნები და საქართველო; ყოველდღიურობის კვლევები; განათლების ისტორია.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
საზოგადოება შუა საუკუნეების ევროპაში; საფრანგეთი – ისტორია და კულტურა; ისტორიის კვლევა, თეორიული მიდგომები და მეთოდები; განათლება და ინტელექტუალები შუა საუკუნეებში; ყოველდღიურობის ისტორია შუა საუკუნეებში ევროპა-ამერიკის ახალი ისტორია; ქრისტიანული ევროპა და ისლამური აღმოსავლეთი შუა საუკუნეებში-კულტურათა შეხვედრა; კათოლიკური ეკლესია და პაპობა შუა საუკუნეებში; რობერ დე კლარი და მისი „კონსტანტინოპოლის დაპყრობა“ |
|