მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ პროფესორი, ანთროპოლოგიის მიმართულებით





მარიამ დარჩიაშვილმა 2008 წელს დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სამაგისტრო საფეხურზე. დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო 2018 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი შეისწავლის ნასაკირალში მცხოვრები მუსლიმი მესხების ეკონომიკურ და ყოველდღიურ პრაქტიკებს ყოველდღიურობაში. მარიამ დარჩიაშვილი ჩართული იყო სამეცნიერო კვლევით პროექტში „რელიგიურობა ქართველ ახალგაზრდებში“ (2015-2018). პროექტის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო ორ საერთაშორისო კონფერენციაში: ESCAS-CESS ერთობლივი კონფერენცია, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ბიშკეკი, 2017 წელი, მოხსენების სათაური: “Religiosity and Capital: Religious Practices Among Young Georgians from Nasakirali” და ASN-ის და ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის კონფერენცია, ლიეტუვა, კაუნასი, 2016 წელი, მოხსენების სათაური: “Informal Economic Practices and Their Applications: Muslim Meskhetians from Nasakirali”. მარიამ დარჩიაშვილი 2018 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ამჟამად იგი მუშაობს სოციოკულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • იდენტობა,
  • ყოველდღიურობა,
  • უმცირესობები,
  • თანაცხოვრება,
  • მიგრაცია,
  • მობილობა,
  • არაფორმალური ეკონომიკური პრაქტიკები,
  • მუსლიმი მესხები

რჩეული პუბლიკაციები

  • 2018 – „რელიგიურობა და კაპიტალი: ნასაკირალის მესხების რელიგიური პრაქტიკები“. კრებულში „რელიგია ყოველდღიურობაში“, რედაქტორი ქეთევან გურჩიანი, გვერდები; გვ: 151- 206, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • 2018 – “Seasonal migration and symbolic power: the case of Muslim Meskhetians from Nasakirali”. Nationalities Papers, Taylor & Francis

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • მიგრაციის კვლევები, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი
  • უსაფრთხოების კვლევები, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო კურსი
  • კლასიკური სოციოლოგიური თეორიები, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო კურსი
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო კურსი

• მიგრაციის კვლევები, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი

• კლასიკური სოციოლოგიური თეორიები, 2019 წლის გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო კურსი

• ღმერთები, გმირები, ურჩხულები 2016-2017, საბაკალავრო კურსი (ასისტირებას ვუწევდი პროფესორ ქეთევან გურჩიანს)

• შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, 2015 წლიდან-დღემდე, საბაკალავრო კურსი

• უსაფრთხოების კვლევები, 2009 წლიდან-დღემდე, საბაკალავრო კურსი

• პოლიტიკური ვალდებულება, 2008 წლიდან-დღემდე, საბაკალავრო კურსი