მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სრული პროფესორი, მუსიკის მიმართულებით





მარინა ადამიამ მუსიკის წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი იყო. სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მარინამ სწავლა მოსკოვის სახელმწიფო კონერვატორიაში განაგრძო, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იმ თაობის წამყვანი კომპოზიტორები – ნიკალაი სიდელნიკოვი და ედისონ დენისოვი. 1991 წელს მარინა საცხოვრებლად შოტლანდიაში გადავიდა, სადაც სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში, ცნობილ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწესთან, პროფესორ ნაიჯელ ოსბორნთან განაგრძო. აქვე დაიცვა სადოქტორო ხარისხი (PhD) კომპოზიციაში.

მარინა ადამია ბრიტანეთში მუშაობდა როგორც თავისუფალი (freelance) კომპოზიტორი და პარალელურად ასწავლიდა კომპოზიციასა და მუსიკის თეორიას ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე. ამ წლების განმავლობაში აქტიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა – ქმნიდა მუსიკას შოტლანდიისა და ევროპის სხვადასხვა ანსამბლისთვის. მ. ადამიას კომპოზიციები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კამერულ, ისე საორკესტრო მუსიკას. მის ნაწარმოებებს ასრულებენ ცნობილი ანსამბლები: BBC Scottish Symphony Orchestra, Scottish Chamber Orchestra, The Endymion Ensemble, The Emperor Quartet, The Edinburgh Quartet, The NKG Ensemble, The One Voice Ensemble და სხვ. მის დამკვეთებს შორისაა: ედინბურგის ფესტივალი, შოტლანდიის ხელოვნების საბჭო, Alemida-ს თეატრი და სხვები. მ. ადამიას, ქორეოგრაფ ნორმან დაგლასისა და ანიმატორ ჯესიკა ლანგფორდის ერთობლივმა ნამუშევარმა შემოქმედებითი შოტლანდიის ჯილდო მიიღო.

საქართველოში დაბრუნებისას (2006) მარინამ ნინო მამრაძესთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი დააარსა. ამჟამად ის ამ ცენტრის დირექტორი და ლექტორია. მისი ინიციატივით პირველად საქართველოში უმაღლეს საფეხურზე დაიწყო ელექტროაკუსტიკური მუსიკის, ჯაზისა და პოპმუსიკის, აგრეთვე ძველებური მუსიკის სწავლება.

1990-იან წლებში მ. ადამიას ხელმძღვანელობით საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაცია War Child-ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათი მიზანი ომით ტრავმირებულ და ქუჩის ბავშვებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მუსიკის თერაპიაში ტრენინგი იყო. მარინას ერთ-ერთი ამჟამინდელი მიზანი საქართველოში ამ დარგის სწავლების დანერგვა და ხელშეწყობაა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • აკუსტიკური კომპოზიცია
  • თანამედროვე მუსიკის მასალები და ტექნიკები
  • თანამედროვე პროფესიული მუსიკის ისტორიისა და თეორიის საკითხები
  •  თანამედროვე საშემსრულებლო ხერხები
  •  ნოდარ მამისაშვილის სამფაზიანი მუსიკალური სისტემა

  • 5 პიესა ფორტეპიანოსთვის. 12-12 ქართველი და გერმანელი ქალი კომპოზიტორების თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკა (კომპაქტ-დისკით). „არტსფერო“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისი, 2014.
  • Homage კლარნეტის, ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. დამკვეთი: Pendulum Series, Edinburgh. შესრულება: სანკტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “From the Avant-garde to the Present Day. Continuation 4”, შერემეტიევოს სასახლე, 2015; The Artisan Trio, Queen’s Hall, ედინბურგი, 2013.
  • Marina Adamia, Reflections in the Mirror. New Music for Scotland: Music for the Adventurous (CD); recorded at the Queens Hall, Edinburgh, February 4, 2008.
  • Marina Adamia, Vestigia. ECAT: Music for the Adventurous (CD); recorded at the Queens Hall, Edinburgh, December 9, 2003.
  • Marina Adamia, Penumbra. Hebrides Ensemble (CD); recorded at Greyfriars Kirk, January 24, 2003.
  • The Birth of Enkidu სიმფონიური ორკესტრისთვის (მე-2 რედაქცია). დამკვეთი: BBC. შესრულება: BBC Scottish Symphony Orchestra, დირიჟორი კლემენტ ფაუერი, City Halls, გლაზგო, 2008; შესრულება: ედინბურგის უნივერსიტეტის კამერული ორკესტრი, დირიჟორი ედვარდ ჰარპერი, Queen’s Hall, ედინბურგი, 1995 (1-ლი რედაქცია)
  •  Reflections in the Mirror ვიოლიონოსა და ფორტეპიანოსათვის. შესრულება: ული ფენერი და პიტერ ევანზი, Queen’s Hall, ედინბურგი, 2008.
  •  In sooth I know not why I’m so sad, მულტიმედია კომპოზიცია. დამკვეთი: შოტლანდიის ხელოვნების საბჭო. შესრულება: Norman Douglas and Co, ბერლინი; დრეზდენი, 2005-2006
  • Vestigia სიმებიანი კვარტეტისათვის. დამკვეთი: ედინბურგის თანამედროვე ხელოვნების ფონდი (ECAT); შესრულება: Emperor Quartet, Queen’s Hall, ედინბურგი, 2003.
  • The Little Drummer Boy, მულტიმედია კომპოზიცია (სიმფონიური ორკესტრის და პანტომიმისთვის). დამკვეთი: ედინბურგის St Mary’s Music School. შესრულება: წმ მერის სპეციალური სამუსიკო სკოლის ორკესტრი, დირიჟორი ჯონ გრუნდი. Greyfriars Kirk, ედინბურგი; St Mary’s Parish Church, ჰადინგტონი, 2003.
  • Penumbra კლარნეტის, ალტის, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. დამკვეთი: შოტლანდიის ხელოვნების საბჭო. შესრულება: Hebrides Ensemble. Greyfriars Kirk, ედინბურგი; Cowdray Hall, აბერდინი; South Room, გორდონზთაუნ, Music Club, სენთ-ენდრიუზ, 2002.
  • At the Still Point of the Turning World, მულტიმედია კომპოზიცია (მუსიკა, ანიმაცია და ცეკვა). დამკვეთი: შოტლანდიის ხელოვნების საბჭო; შემოქმედებითი შოტლანდიის ჯილდო. შესრულება: დი აიზექსი, პიტერ ევამზი და ჯონ ფოულთერი. Tron Theatre, გლაზგო (2001); Norman Douglas and Co, თანამედროვე ბალეტის ფესტივალი, ვერონა, 2002.
  • A ’Choille Luaineach (The Restless Wood). დამკვეთი: შოტლანდიის კამერული ორკესტრი (SCO). შესრულება: შოტლანდიის კამერული ორკესტრი (SCO) და SLYMM ორკესტრი, დირიჟორი სტივენ დიზლი. Portree Community Centre, სქაი, 2001.
  • Gravity სიმებიანი ტრიოსთვის. დამკვეთი: ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი. შესრულება: ქათრინ გრილი, მაირი ქემფბელი და რობინ მეისონი. Traverse Theatre, ედინბურგი; Tramway Theatre, გლაზგო; macRobert Hall, სტერლინგი; Brunton Theatre, მასელბორო; Howden Park Centre, ლივინგსტონი, 2000.
  • Georgian Folk Songs სიმებიანი ორკესტრისათვის. დამკვეთი: შოტლანდიის ქველმოქმედ მუსიკოსთა ორკესტრი. შესრულება: ‘Concert for the Children of the Caucasus’, ქველმოქმედ მუსიკოსთა ორკესტრი, დირიჟორი სტივენ დიზლი. Café Graffiti, ედინბურგი, 1999.
  • Three Bagatelles ჩელოსა და ფორტეპიანოსვის. დამკვეთი: დი აიზექს და ალის მალი. შესრულება: დი აიზექს და ალის მალი. Reid Hall, ედინბურგი, 1999.
  • Six Pieces for a Violet Loving Girl. შესრულება: კოლინ ქინგზლი, Reid Hall, ედინბურგი, 1999.
  • Aria for Strings სიმებიანი კვარტეტისთვის. დამკვეთი: შოტლანდიის ხეოვნების საბჭო და ედინბურგის სიმებიანი კვარტეტი. შესრულება: Edinburgh String Quartet, Reid Hall, ედინბურგი, 1998.
  • Five Bagatelles for Ensemble კამერული ანსამბლისთვის. დამკვეთი: One Voice Ensemble, ედინბურგი. შემსრულებელი: One Voice Ensemble, ედინბურგის Queen’s Hall, 1997.
  • Five Pieces for Piano. შესრულება: ალექს თეილორი. Purcell Room, ლონდონი, 1997.
  • Science Fiction, ტრიო საქსაფონის, ჩელოს და ფორტეპიანოსათვის. დამკვეთი: ედინბურგის თანამედროვე ხელოვნების ფონდი (ECAT); შესრულება: NKG ანსამბლი, Queen’s Hall, ედინბურგი; საკონცერტო დარბაზები, აარჰუსის, კარლსრუე და ფრანკფურტი, 1995.
  • Bagatelle ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. შესრულება: დი აიზექს და ინგრიდ სოიერს, Queen’s Hall, ედინბურგი, 1994.
  • Five Pieces for Five Performers ფლეიტის, კლარენტის, ფორტეპიანოსა და დასარტყამი საკრავებისთვის. შესრულება: Endymion Ensemble, Almeida Theatre, ლონდონი, 1994.
  • ექვსი საფორტეპიანო მინიატურა. შესრულება: მაია ნარიმანიძე, კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თბილისი; კონსერვატორიის მცირე დარბაზი, ნიჟნი-ნოვგოროდი, 1985.
  • ოთხი რომანსი ანა კალანდაძის ტექსტებზე სოპრანოსა და კამერული ანსამბლისათვის. შესრულება: ტრანსკავკასიური გაზაფხულის ფესტივალი, სომხეთი, 1985.
  • კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის. შესრულება: ნაზიმ ამედოვი (ვიოლინო), მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრი, დირიჟორი ვლადიმერ კოჟუხარი, კომსერვატორიი დიდი დარბაზი, მოსკოვი, 1983.
  • ორი გუნდი ვაჟა-ფშაველას ტექსტებზე. შესრულება: თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი, დირიჟორი გივი ბოლაშვილი, მოსკოვის კონსერვატორიის თეთრი დარბაზი, 1979.
  • სიმებიანი კვარტეტი №1. შესრულება: მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტთა კვარტეტი, კონსერვატორიის თეთრი დარბაზი, მოსკოვი, 1978.
  • სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. შესრულება: მიხეილ ხოშტარია და ნანა ხუბუტია, კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თბილისი, 1976; კონსერვატორიის მცირე დარბაზი, მოსკოვი (1977).

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

გაორკესტრების თეორია და პრაქტიკა 1; გაორკესტრების თეორია და პრაქტიკა 2; თანამედროვე მუსიკის მასალები და ტექნიკები; მუსიკის თეორია პრაქტიკაში 1

გაორკესტრების თეორია და პრაქტიკა 1; თანამედროვე მუსიკა: მე-20-21 საუკუნეების მნიშვნელოვანი მიმდინარეობები; კომპოზიციის საფუძვლები; მუსიკის თეორია პრაქტიკაში 2

  • შესავალი კურსი „მუსიკა სხვადასხვა რაკურსით“
  • საბაკალავრო კურსი „მუსიკის თეორია პრაქტიკაში (მუსიკის საბაზისო თეორია)“
  • საბაკალავრო კურსი „თანამედროვე მუსიკა: მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობები“
  • საბაკალავრო კურსი „კომპოზიცია 1“
  • საბაკალავრო კურსი „კომპოზიცია 2“
  • საბაკალავრო კურსი „კომპოზიცია 3“
  • საბაკალავრო კურსი „კომპოზიცია 4“
  • საბაკალავრო კურსი „კომპოზიცია 5“
  • საბაკალავრო კურსი „კომპოზიცია 6: შემოქმედებითი პორტფოლიო“
  • საბაკალავრო კურსი „გაორკესტრების თეორია და პრაქტიკა 1 და 2“
  • სადოქტორო სემინარი / დოქტორანტების ხელმძღვანელობა