პროფესორი, არქეოლოგიის მიმართულებით
დაიბადა 09.01.1958 წელს თბილისში. 1974 წ. დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტზე. იგი ბავშვობიდანვე ყოველ წელს მშობლებს დაჰყავდათ ექსპედიციებში, რამაც დაუგროვა საკმაოდ დიდი გამოცდილება არქეოლოგიის მიმართულებით.
ნ.თუშაბრამიშვილი 1975 წელს გადავიდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქვეყანათმცოდნეობის განყოფილებაზე არაბული ქვეყნების ისტორიისა და ენის მიმართულებით.
1979 წელს წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო ძეგლთა დაცვის სამმართველოს არქეოლოგიის განყოფილებაში უმც. მეცნიერ-თანამშრომლად.
1981 წელს ჩააბარა თსუ-ის ასპირანტურაში არქეოლოგიის მიმართულებით, რომელიც დაამთავრა 1983 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თსუ-ის არქეოლოგიის კათედრაზე მეცნიერ-თანამშრომლად, რომელსაც ევალებოდა ლექციების კითხვაც (კურსი – პირველყოფილი საზოგადოების ისტორია).
1985 წელს იქოწინა და ჰყავს სამი შვილი.
1986-1987 წწ.-ში იმყოფებოდა ლენინგრადის არქეოლოგიის ინსტიტუტში სტაჟიორად.
1992-2012 წწ.-ში თსუ-ის პარალელურად მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.
2011 წლიდან ილიაუნის სრული პროფესორია.
1994 წელს დაიცვა დისერტაცია.
2003, 2006, 2010 წლებში რამდენიმე თვით იმოფებოდა საფრანგეთში, როგორც მიწვეული პროფესორი.
2003-2005 წწ.-ში პარალელურად BP-ში კულტურული მემკვიდრეობის საველე ოფიცრად მუშაობდა.
1993 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სხვადასხვა საერთაშორისო მულტიდისიციპლინურ არქეოლოგიურ ექსპედიციას.
არის რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი; ჟურნალ „არვეთის ქვეყანის“ მთ. რედაქტორი; ონლაინარქეოლოგიის რედკოლეგიის წევრი; არქეოლოგიური და სხვადასხვა კომისიისა da საერთაშორისო organizaciis წევრი.
1977-1984 წლებში დაკავებული იყო ალპინიზმით და მოპოვებული აქვს სსრკ-ის ჩემპიონატების მედლები. ამ გამოცდილებას იყენებს არქეოლოგიაში.
პრეისტორიული (ძველი ქვის ხანა) არქეოლოგია, პალეონტოლოგია, პალეოანთროპოლოგია
რჩეული პუბლიკაციები
და წიგნების თავები
სტატიები ჟურნალებში
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
საველე არქეოლოგიური პრაქტიკა; ქვის ხანის არქეოლოგია ქვის ხანის არქეოლოგია; არქეოლოგიური ძეგლების საველე და კამერალური კვლევა (პრაქტიკული კურსი); საქართველოს პრეისტორიული ხანის არქეოლოგია 1 |
|