მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ანგლისტიკის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი
1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით — ანგლისტიკა, ხოლო 1998 წელს მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი ანგლისტიკის სპეციალობით. 1997 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრატურა. 2005 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (აკადემიური დოქტორის ხარისხი).
2001 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის, შემდეგ კი ენების ცენტრის მასწავლებლად, ხოლო 2007-2008 წლებში — ილიას ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოწვეული პროფესორის პოზიციაზე. 2010 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ანგლისტიკა-ამერიკანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 2009-2014 წლებში მუშაობდა თბილისის მერიაში – ვიცე-მერის აპარატის უფროსის (2009-2010), შემდეგ კი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის (2010-2014) პოზიციებზე.
თარგმანის კვლევები: თარგმანის ისტორია, თარგმნა და კულტურა, დარგობრივი თარგმანი; ლინგვისტური სემიოტიკა
რჩეული პუბლიკაციები:
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
თარგმანმცოდნეობა; ინგლისურ-ქართული დარგობრივი თარგმანი 1 (საერთაშორისო სამართალი/ საერთაშორისო ორგანიზაციები) თარგმანმცოდნეობა; ინგლისურ-ქართული დარგობრივი თარგმანი 2 (სამეცნიერო ჰუმანიტარული ტექსტები) |
|