მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ანგლისტიკა-ამერიკანისტიკის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი





1996წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით ანგლისტიკა, ხოლო 1998 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სრულიკურსი ანგლისტიკის სპეციალობით და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 1997 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის მაგისტრატურა. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,მხატვრული დეტალი, როგორც ენობრივ-კულტურული ფენომენი და ქვეტექსტური სემანტიკა მეოცესაუკუნოვან მხატვრულ ციკლში (ერნესტ ჰემინგუეის მცირე პროზის მასალაზე)”.
1999-2006 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის, ხოლო 2006-2010 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ცენტრის მასწავლებლად. 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ანგლისტიკა-ამერიკანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს ხუთი სტატია. 2009-2012 წლებში მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტში განხორციელებულ პროექტში, რომელიც ზეპირსიტყვიერი ტექსტების მორფოლოგიურ სეგმენტირებას, საერთაშორისო სტანდარტებით გლოსირებას, მორფემათა მარკირების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დაზუსტებას და ინგლისურ ენაზე თარგმნას ითვალისწინებდა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • თარგმანის თეორიის და პრაქტიკის საკითხები
  • ინგლისურ-ქართული თარგმანის თავისებურებები
  • ლინგვისტური სემიოტიკა

რჩეული პუბლიკაციები

  •  მატარაძე, ნ. 2004. ციკლიზაცი აროგორც ესთეტიკურ-კულტურული ფენომენი და ქვეტექსტური სემანტიკა. ენა და კულტურა, ფილოლოგიური სერია, №1:112-128.
  • მატარაძე, ნ. 2003. ქვეტექსტთა ტიპოლოგია და მისი სემიოტიკური ასპექტები. ენა, თარგმანი, ლიტერატურა, №9:87-107

პუბლიკაციების ვრცელის ია

  •  მატარაძე, ნ. 2002. ქვეტექსტური სემანტიკა და ენობრივ ნიშანთა ტიპოლოგია. საენათმეცნიერო ძიებანი, №12:152-164
  • მატარაძე, ნ. 2001. სიტყვადეტალისიმბოლო როგორც ნიშნობრივი კომპლექსი და ქვეტექსტური სემანტიკა. ენა, თარგმანი, ლიტერატურა, №7:161-170.
  • მატარაძე, ნ. 2001. მხატვრული დეტალის როგორც ტექსტობრივი ფენომენის თანამედროვე კონცეფციები და მისი კომუნიკაციური-ლინგვისტური კვლევის პერსპექტივა. ენა, თარგმანი, ლიტერატურა, №6:108-115.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საბაკალავრო კურსი

  • ინგლისურ-ქართული დარგობრივი თარგმანი (შემოდგომის სემესტრი)
  • დიდი ბრიტანეთი – ისტორია და კულტურა (შემოდგომის სემესტრი)
  • ინგლისურ-ქართული ლიტერატურული თარგმანი (გაზაფხულის სემესტრი)
  • ამერიკის შეერთებული შტატები – ისტორია და კულტურა/ENG (გაზაფხულის სემესტრი)

სამაგისტრო კურსი

  •  დარგობრივი თარგმანი [ისტორია, კულტურა, ხელოვნება] (შემოდგომის სემესტრი)
  •  თარგმანის თეორია (შემოდგომის სემესტრი)
  • დარგობრივი თარგმანი [საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკა] (გაზაფხულის სემესტრი)

სადოქტორო კურსი

  •  სადოქტორო სემინარი (გაზაფხულის სემესტრი)