მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, რომანისტიკის მიმართულებით





ნინო ცერცვაძემ 1983 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული და იტალიური ენების მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1983-1994 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებულ უცხო ენების შემსწავლელ ორწლიან კურსებზე იტალიური ენის მასწავლებლად. 1994- 2000 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენებისა და თარგმანის კათედრაზე იტალიური ენის მასწავლებლად, ხოლო 1998-1999 წლებში – ასპირანტურის განყოფილების მკვლევარ-მაძიებლად. 2000-2006 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის იტალიური ფილოლოგიის კათედრაზე უფროსი მასწავლებელი. 2003-2004 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიური ენის უფროს მასწავლებლად და 2004-2006 წლებში ასრულებდა ამავე უნივერსიტეტის იტალიური ენის კათედრის გამგის მოვალეობას. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია რომანული ენების მიმართულებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2006 წლიდან. 2006 -2015 წლებში მუშაობდა რომანისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორად. 2015 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. ამასთან, არის „დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის“ პრეზიდენტი (2006 წლიდან), PLIDA-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო ცენტრის ხელმძღვანელი (2007 წლიდან). ADA-ს საატესტატო ცენტრის ხელმძღვანელი (2016 წლიდან). 2014 წელს მიენიჭა ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მუდმივი წევრის საპატიო წოდება. ავტორია 12 სამეცნიერო შრომისა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ლინგვოკულტუროლოგია, ლიტერატურული ფენომენის კვლევა კომპარატისტული მეთოდით, ინტერკულტუროლოგია, ფსიქოლინგვისტიკა, სოციოლინგვისტიკა, ლექსიკოგრაფია

რჩეული პუბლიკაციები
1. DIZIONARIO ITALIANO-GEORGIANO იტალიურ-ქართული ლექსიკონი, (II გამოცემა), თანაავტორი, გამომცემლობა ,,ოაზისი“, თბილისი, 2006. (105 000 სიტყვა-სტატია), 870 გვ.
2. DIZIONARIO ITALIANO-GEORGIANO, II VOLUME L-Z, იტალიურ-ქართული ლექსიკონი (II ტომი), თანაავტორი, გამომცემლობა ,,ოაზისი“, თბილისი, 2000. (70 000 სიტყვა-სტატია), 1019 გვ.
3. DIZIONARIO ITALIANO-GEORGIANO, I VOLUME A-L, იტალიურ-ქართული ლექსიკონი (I ტომი), თანაავტორი, გამომცემლობა ,,ოაზისი“, თბილისი, 1999. (35 000 სიტყვა სტატია), 407 გვ.

წიგნები
• „ფიფქია“, წიგნი პაზლით, მთარგმნელი, გამომცემლობა „არეა“ თბილისი, 2013 წელი, ©20013 by EdiBimbi
• STORIA DELLA LINGUA ITALIANA (იტალიური ენის ისტორია), მონოგრაფია, რედაქტორი, გამომცემლობა ,,მერიდიანი“, თბილისი, 2011
• „ფატიკური კომუნიკაცია და მისი ტიპოლოგია იტალიურ ენაში“, მონოგრაფია, გამომცემლობა „თბილისი“, 2007. 147 გვ.
• MANUALE DELLA LINGUA ITALIANA, იტალიური ენის სახელმძღვანელო, (II გამოცემა), რედაქტორი, გამომცემლობა ,,ლეგა“, თბილისი, 2007
სტატიები ჟურნალებში
1. ,,წერის ხელოვნება – ეპისტოლარული ჟანრის მივიწყება თუ მისი მეტამორფოზა?“, საენათმეცნიერო ძიებანი, ტომი XXII, თბილისი, 2006
2. იტალიური ენის სწავლებისას კულტურათა შორის ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ განსხვავებათა თავისებურებანი, საენათმეცნიერო ძიებანი, ტომი XXII, თბილისი, 2006
3. ფატიკური ფუნქციის როლი ენის საკომუნიკაციო არხის ეფექტურობაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები 339 (2), თბილისი 2001. გვ. 277-280
4. ენის ფატიკურ და ემოციურ ფუნქციათა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები 339 (2), თბილისი, 2001
5. ფატიკური კომუნიკაცია და ფატიკური ყოფითი ფორმების მსგავსება-განსხვავებანი იტალიურ და ქართულ ენებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები 334 (1), თბილისი 1999 წ. გვ. 126-147

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

დანტე და ჩვენ; ინტერპერსონალური და ინტერკულტურული კომუნიკაციის თეორია და პრაქტიკა

ინტერპერსონალური და ინტერკულტურული კომუნიკაციის თეორია და პრაქტიკა; კომუნიკაციის თანამედროვე თეორიები

ბაკალავრიატი
• ინტერკულტურული კომუნიკაცია (2015-2017 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
• იტალიური ენის ისტორია (2015-2017 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
• იტალიურ-ქართული დარგობრივი თარგმანი (2015-2017 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
• იტალიური ლიტერატურის ისტორია (2015-2017 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
• კომუნიკაციის თანამედროვე თეორიები (2012-2017 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
• დანტე და ჩვენ (2012-2017 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
საბაკალავრო ნაშრომი (2010-2012 სასწავლო წლები)
• კვლევითი სემინარი (2010-2012 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
• იტალიურ-ქართული თარგმანი (2010-2014 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
• იტალიურენოვანი ტექსტის ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზი (2009-2017 სასწავლო წლები)
• იტალიური ენის სტილისტიკა (2006-2009 სასწავლო წლები)
• იტალიური ენის ლექსიკოლოგია, სემინარი (2016-2017 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
• ჰუმანიზმისა და აღორძინების ხანის იტალიური ლიტერატურა (2006-2015 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
• შუა საუკუნეების იტალიური ლიტერატურა: დანტე, პეტრარკა, ბოკაჩო (2006-2015 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
• ბაროკოდან განმანათლებლობამდე: იტალიური ლიტერატურა და თეატრი (2006-2015 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
• ოტოჩენტოს და ნოვეჩენტოს ლიტერატურული მემკვიდრეობებიდან ნეოავანგვარდისტ უმბერტო ეკომდე (2006-2015 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
• სამშობლოდან ლტოლვილობის ფენომენი – დანტე, მაკიაველი, ფოსკოლო (2006-2015 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)

მაგისტრატურა
• იტალიური ლიტერატურა – ოტოჩენტოს ლიტერატურული მემკვიდრეობიდან დღემდე (2015-2017 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)
• იტალიურენოვანი მხატვრული პროზის ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზი (2015-2017 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
• ლიტერატურული თარგმანი: იტალიურენოვანი მხატვრული პროზა (2012-2017 სასწავლო წლების გაზაფხულის სემესტრი)
• კომუნიკაციის თანამედროვე თეორიები (2012-2017 სასწავლო წლების შემოდგომის სემესტრი)

ნინო ცერცვაძე არის: „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი (2006 წლიდან), PLIDA-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო ცენტრის ხელმძღვანელი (2007 წლიდან), ADA-ს საატესტატო ცენტრის ხელმძღვანელი (2016 წლიდან), „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მუდმივი საპატიო წევრი (2014 წლიდან)