პროფესორი, არქეოლოგიის მიმართულებით
დაიბადა 1953 წ. ქ.თბილისში. 1970 წელს დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. 1976 წელს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი (სპეციალობა – არქიტექტურის თეორია და ისტორია). 1978-1980 წწ. საქართველოს მეცნ. აკადემიის ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის დაუსწრებელი კურსი ქართული ხელოვნების ისტორიასა და არქეოლოგიაში. 1980-2004 წწ. მუშაობდა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნ. თანამშრომლად, ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებს. 1989 წელს ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქვემო ქართლის კლდის ძეგლები“. 1991-1992 წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში ისტორიისა და კულტურის ძეგლთა ინსპექციის სამმართველოს უფროსად. 1996-2001 წწ. – გ.ჩიტაიას სახ. საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.
2004 წელს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე „კლდეში ნაკვეთი ძეგლების გენეზისი და განვითარების გზები საქართველოში“. 1995-2005 წლებში მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჯერ დოცენტად, შემდეგ კი – პროფესორის მოვალეობის შემსრულებლად. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად.
რჩეული პუბლიკაციები
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
საველე არქეოლოგიური პრაქტიკა; სამუზეუმო საქმე; შუა საუკუნეების არქეოლოგია; საქართველოს ისტორიული ხანის არქეოლოგია 2; სპელესტოლოგიური ძეგლების არქეოლოგიური კვლევა საბაკალავრო ნაშრომი (არქეოლოგია); სამუზეუმო საქმე; შუა საუკუნეების არქეოლოგია; არქეოლოგიური ძეგლების გრაფიკული ფიქსაცია; არქეოლოგიური ძეგლების საველე და კამერალური კვლევა (პრაქტიკული კურსი); ქრისტიანული არქეოლოგია |
|