პროფესორი, ანთროპოლოგიის მიმართულებით
ქეთევან გურჩიანმა უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (საქართველო) და ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტში (გერმანია) კლასიკური ფილოლოგიის და სიძველეთა კვლევების მიმართულებით. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ანტიკური თეატრისა და რელიგიის ურთიერთმიმართების თემაზე. მოგვიანებით, რელიგიის კვლევებმა მისი ინტერესი თანამედროვეობას დაუკავშირა და ამჟამად იგი იკვლევს/ასწავლის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით. ანთროპოლოგიაში სპეციალიზება მისთვის შესაძლებელი გახდა St. John’s College-ში (ოქსფორდი), ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA), კოლუმბიის უნივერსიტეტსა (Columbia University) და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (NYU) მიწვეულ მკვლევრად ყოფნის პერიოდში.
2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა სამწლიან კვლევით პროექტს: „რელიგიურობა ქართველ ახალგაზრდებში“ (რუსთაველის ფონდი). 2020 წლიდან ქეთევან გურჩიანი ხელმძღვანელობს პროექტს: „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“ (რუსთაველის ფონდის ფუნდამენტური კვლევითი პროექტი, 2020 – 2023). როგორც მკვლევარი ჩართულია პროექტში “სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი: საკვანძო აქტორები და მათი ურთიერთდამოკიდებულება” 2020 – 2023 (რუსთაველის ფონდის ფუნდამენტური კვლევითი პროექტი. პროექტის ხელმძღვანელი: ელენე გავაშელიშვილი). 2021 წლიდან ქეთევან გურჩიანი ასევე ჩართულია პროექტში “An Anthropology of Gardens “Otherwise and Elsewhere” (The Social Sciences and Humanities Research Council Canada, ხელმძღვანელი: პოლ მენინგი).
ქეთევან გურჩიანი არის კვლევითი ქსელის The Working Group on Lived Religion in Eastern Europe and Eurasia საბჭოს წევრი: https://www.livedreligion.com/
ის ასევე არის საერთაშორისო კვლევითი ქსელის Studying Local Orderings of Peace წევრი.
კავკასია, საქართველო, ყოველდღიურობა, რელიგია, რიტუალები, ღირსებისადმი დამოკიდებულება, მითოლოგია, ურბანული კვლევები
პუბლიკაციები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
შესავალი კულტურულ ანთროპოლოგიაში: ყოველდღიურობის კვლევა; რელიგიის თეორია და კვლევა – ანთროპოლოგიური პერსპექტივა; ყოველდღიურობის ანთროპოლოგია |
ქეთევან გურჩიანი არის Erasmus + ოფისთან არსებული საქართველოში უმაღლესი განათლების ექსპერთა ჯგუფის ხელმძღვანელი და 2016 წლიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე (Caucasus Institute for Peace, Democracy and Development)