მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, კულტურის კვლევებისა და რელიგიის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი

ფილოსოფიის ინსტიტუტის წევრი





ქეთევან გურჩიანმა უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (საქართველო) და ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტში (გერმანია) კლასიკური ფილოლოგიის და სიძველეთა კვლევების მიმართულებით. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ანტიკური თეატრისა და რელიგიის ურთიერთმიმართების თემაზე. მოგვიანებით, რელიგიის კვლევებმა მისი ინტერესი თანამედროვეობას დაუკავშირა და ამჟამად იგი იკვლევს/ასწავლის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით. ანთროპოლოგიაში სპეციალიზება მისთვის შესაძლებელი გახდა St. John’s College-ში (ოქსფორდი), კალიფორნიის უნივერსიტეტში, კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიწვეულ მკვლევრად ყოფნის პერიოდში. 2013 წლიდან დღემდე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) მიწვეული მკვლევარია. ხელმძღვანელობს სამწლიან კვლევით პროექტს: „რელიგიურობა ქართველ ახალგაზრდებში“. გარდა რელიგიურობისა, ის იკვლევს და ასწავლის გმირობისა და ღირსების გაგების კულტურულ სპეციფიკას. მისი ინტერესების სფეროა პოსტსაბჭოთა კვლევები და საბჭოთა ჰაბიტუსი ყოველდღიურობაში. ქეთევან გურჩიანი ხელმძღვანელობს კვლევითი სემინარების სერიას, რომელიც ყოველკვირეულად იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ისტორიის, ანთროპოლოგიის, სოციოლოგიისა და კულტურის კვლევის მიმართულებით აძლევს დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობას, წარმოადგინონ თავიანთი კვლევები. არის შვიდი დოქტორანტის ხელმძღვანელი/თანახელმძღვანელი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კავკასია, საქართველო, ყოველდღიურობა, რელიგია, რიტუალები, ღირსებისადმი დამოკიდებულება, მითოლოგია, ძველი ბერძნული თეატრი

რჩეული პუბლიკაციები

2017 How Soviet is the Religious Revival in Georgia: Tactics in Everyday Religiosity. Europe-Asia Studies69(3), 508-531.

2017 Georgia in-between: religion in public schools. Nationalities Papers, 1-18.

2017 Greek Tragedy on the Georgian Stage in the Twentieth Century. A Handbook to Classical Reception in Eastern and Central Europe, 548-559.

2017 Classical Reception in Georgia. A Handbook to Classical Reception in Eastern and Central Europe, 541-547.

2016 Plagiarism and Attitudes towards it in Georgia. Co-Authored with Bregvadze, Ghlonti, Lortkipanidze, Urushadze. Open Society Foundation Georgia, Tbilisi.

2013 Odysseus Journey to Mingrelia: On Translating Heroism. in: Kadmos, an international peer-reviewed journal in humanities.

2011 On R. Girard’s Violence and the Sacred. in: Theories of Modernity, edited by Giga Zedania. lia State University, Tbilisi, 2011

2010 Sophocles on the Georgian Stage.  in: First International Conference. Theatre and Theatre Studies in the 21st Century, Anna Tabaki & Walter Puchner (eds.), Ergo, Athens

2008 evangeliur-luTeruli eklesia sakartveloshi (Evangelical – Lutheran Church in Georgia), in religiebi sakartveloshi Religions in Georgia, edited by Zurab Kiknadze. sakhalkho damcvelis bibliotheca. Tbilisi

2007  Polyphem und Devi: Geschichten von kannibalistischen Riesen in altgriechischer und kaukasischer Tradition. in: Stefanos, Tribute volume to Walter Puchner, edited by I. Vivilakis, W. Puchner. Ergo Editions, Athens
სარედაქციო საქმიანობა
შესავალი კულტურის კვლევებში. ლევან ცაგარელი. თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა (2016)
ისტორიის შესახებ. ანთოლოგია. თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა (2011)
თარგმანები
გრიგოლ ფერაძე, იერიქონის ვარდები. წმინდა მიწასა და სირაში მოგზაურობის დღიური. თბილისი (2017)
Kunstgeschichte: Eine Einführung, hrsg. von Hans Belting, Heinrich Dilly, Wolfgang Kemp, Willibald Sauerländer und Martin Warnke, 6., Tbilisi, 2005 (Georgian Translation)
Korpus der griechischen Inschriften in Georgien. Tbilisi State University Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies: Logos. Tbilisi (2004)

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
ღმერთები, გმირები და ურჩხულები: შესავალი კულტურულ ანთროპოლოგიაში (შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრები)
მაგისტრატურა
ყოველდღიურობის ანთროპოლოგია (გაზაფხულის სემესტრი)
რელიგიის თეორია და კვლევა ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან (შემოდგომის სემესტრი)
კულტურული ანთროპოლოგია: თეორია და კვლევა (შემოდგომის სემესტრი)
დოქტორანტურა
ეთნოგრაფია, როგორც მეთოდი, სემინარი (გაზაფხულის სემესტრი)
ინტერდისციპლინური კვლევითი სემინარი (გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრები)

ქეთევან გურჩიანი არის  Erasmus + ოფისთან არსებული საქართველოში უმაღლესი განათლების ექსპერთა ჯგუფის ხელმძღვანელი და 2016 წლიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე (Caucasus Institute for Peace, Democracy and Development)