მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულებით





ქეთევან მაყაშვილმა 1980 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი ნეირო და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. 1981 წლიდან მუშაობდა უზნაძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ფიქსირებული განწყობის თავისებურებები პერვაზიული დარღვევის მქონე ბავშვებში“. 1987-99 წლებში ხელმძღვანელობდა ბავშვებში ფსიქიკური განვითარების დარღვევების კვლევით ლაბორატორიას ინსტიტუტში და სკოლისა და პოლიკლინიკის ფსიქოლოგიურ სამსახურებს. 1997-2007 წლებში მუშაობდა საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელ გუნდებში: „ინვალიდ ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატების აღსაზრდელთა ფსიქო-სოციალური და ემოციური ზრდისათვის“ (UNICEF), „უმაღლესი განათლებისა და სოციალური ზრუნვის რეფორმა“ (TEMPUS). გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგის საერთაშორისო პროგრამები: სკრენტონის უნივერსიტეტში (აშშ) „საგანმანათლებლო და სოციალური ინკლუზია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის“; ვილნიუსის უნივერსიტეტში “ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა; კატანიის სუპერვიზიის ინსტიტუტში (გერმანია) „კლინიკური სუპერვიზია“. 1989 წლიდან ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფსიქოლოგიისა და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დოცენტმა, სკრენტონის უნივერსიტეტთან მემორანდუმის საფუძველზე, 2003 წელს ჩამოაყალიბა განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო-პრაქტიკული ცენტრი. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში TUNING-ის მეთოდოლოგიით მოამზადა საბაკალავრო მოდულები „აუტიზმი“ და „ინკლუზიური განათლება და დასაქმება“. იყო განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. ხელმძღვანელობდა სამაგისტრო პროგრამას „სკოლის ფსიქოლოგი, ფსიქოლოგ-კონსულტანტი“. არის მეთოდური სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და სამოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • პრაიმინგი და ანტიციპაცია ფსიქიკური ადაპტაციის პროცესში (ფსიქო-ფიზიოლოგიური კვლევები);
  • შფოთვა და კოგნიტური პროცესების თავისებურებები აუტისტური სპექტრის აშლილობისას (ცვლილების შესაძლო საუკეთესო ხარისხი);
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა მინიმალურად შეზღუდული სასწავლო გარემოს ფსიქოლოგიური დეტერმინანტები;
  • მხარდაჭერითი დასაქმება მოზარდობიდან ზრდასრულობაში ტრანზიციის პერიოდში სოციალური ინკლუზიისა და კოჰესიისათვის;
  • მოზარდთა მარგინალური ჯგუფების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მახასიათებლები;
  • ენის შიდა ფორმა და წარმოსახვა, როგორც ქცევის ფაქტორები;
  • პრობლემური სიტუაციების ეფექტიანობა ჯგუფურ ფსიქოლოგიურ მუშაობაში მონაწილეთა ვარაუდებისა და დისპოზიციების ცვლილებისათვის.

რჩეული პუბლიკაციები
• Makashvili K. „Anticipation in Uznadze’s Theory of Set and Findings in Applied Psychology“ chapter in Cognitive Systems Monographs, Vol. 25, Mihai Nadin (Eds): ANTICIPATION: LEARNING FROM THE PAST, 978-3-319-19445-5, 323364_1_En (29) 2015
• მაყაშვილი ქ., მიდელაური ვ., ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი პროექტი „სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების მდგომარეობის კვლევა ბავშვზე ზრუნვის სისტემის დატოვების შემდგომ პერიოდში (სიტუაციური ანალიზი)“ (პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი)
• მაყაშვილი ქ. განწყობის ფსიქოლოგიის გამოყენება განვითარების ზოგადი (პერვაზიული) დარღვევების მქონე ბავშვების ინკლუზიურ განათლებაში, საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე, ალმანახი, საერთაშორისო გამოცემა, თბილისი, 2013
• Zubitashvili G., Makashvili K. Characteristics of attention of young judokas at different ages. School of Graduate Studies, Ilia State University, Georgia. Journal of Physical Education and Sport p-ISSN:2247-8051; ISSN-L V.12 issue 1 2012
• საერთაშორისო კონფერენციის – „კრიზისში მყოფ ბავშვთა და მოზარდთა დახმარება“ – მასალები , სამეცნიერო საბჭოს წევრი. თბილისი, 2011
• სასკოლო დისკურსის სპეციფიკა მარგინალობის რისკის მქონე მოზარდებთან, „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე“, #1, 2010
• „სასკოლო შიში“ (შათ) პროექციული მეთოდის ადაპტაციის პირველადი მონაცემები. ალექსანდრე ფრანგიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი შრომების კრებული. ფსიქოლოგია, რეცენზირებადი, რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი 2009
• მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემები დაა მშობელი-შვილის ურთიერთობების გაუმჯობესების გზები ადიქტური დამოკიდებულებების პრევენციისთვის, საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე, #1, 2009
• ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიები – ფსიქო-სოციალური რისკფაქტორების ჯანმრთელობასთან თავსებადი ალტერნატივა, სამეცნიერო ჟურნალი „ლოგოსი“, #5, 2008
• მოზარდობის ხანის თავისებურებები და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის პრობლემები. საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე, #1, 2007
• სხეულისადმი დამოკიდებულება, როგორც მოზარდთა ფსიქოლოგიური ადაპტურობის კრიტიკული მახასიათებელი „პრომეთე“ 4, 2005
• კოოპერაციული სწავლება, როგორც ტრანზიციულობის პერიოდის მნიშვნელოვანი რესურსი ინკლუზიურ განათლებაში. „მაცნე“, 4, 2005
• Новый опыт педагогического университета – инклюзия учащихся с особыми потребностями «специальная педагогика и психология сборник научно методических статей» Ереван, Зандак 97, 4, 2005 г.
• ქართულ-ამერიკული პარტნიორული პროგრამა უნარშეზღუდული ბავშვების სოციალური და საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობა, Journal of Education and Rehabilitation for Children with Disabilities, Georgia, Vol. 3, No 1, 2004
• შესავალი კურსი ინკლუზიურ განათლებაში პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: შედეგები და პერსპექტივები. Journal of Education and Rehabilitation for Children with Disabilities, Georgia, Vol. 3, No. 1, 2004
• The Georgian/American Exchange. A Model for Promoting Inclusive Education in Post-Soviet Society. International Journal of Learning Vol. 11, Article LC04-0157- 2004.
• არაინსტრუქციული საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ინკლუზიის სუსტი თუ ძლიერი მხარე? Journal of Education and Rehabilitation for Children with Disabilities. Vol. 2, N 2, 2003
• ინკლუზიური განათლების ფსიქოლოგიური ასპექტები. მეორე საერთაშორისო კონფერენციის – „ინკლუზიური განათლების მომავალი საქართველოში“ – მასალები, თბილისი, 2003
• ინკლუზიური განათლება განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პოზიციიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი „მაცნე“. N 1, 2003
• ინკლუზიური განათლების პროგრამა ზოგადპედაგოგიური პროფილის სტუდენტებისათვის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში. Journal of Education and Rehabilitation for Children with Disabilities Vol.2, NovemberN1. 2003
• Effect of Set in Children with Severe Emotional Behavioral Disorders. Journal of Education and Rehabilitation for Children with Disabilities. Vol. 2, No. 1. 2003 Georgia
• Inclusion: A Touchstone of Georgian Education _ Journal of Education and Rehabilitation for Children with Disabilities. Vol. I, number I. 2002 Georgia
• აღქმის სელექციურობის კვლევის ღირებულება განვითარების ფსიქოლოგიისათვის განწყობის თეორიის კონტექსტში – თანამედროვე ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები. დიმიტრი უზნაძის გარდაცვალებიდან 50 წლისთავისადმი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბილისი, 2001
• ფუნქციობის ტენდენცია, როგორც განვითარებისა და სპეციალური ფსიქოლოგიის სამუშაო ცნება – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის შრომები, ტომი 8. თბილისი, 2000
• როშახის ტესტი, როგორც ფსიქიკური განვითარების კვლევის მეთოდი განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პერსპექტივიდან, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის – „საზოგადოება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“ – მასალები, თბილისი, 1999
წიგნები
• შიზოფრენიით დაავადებულ ბავშვთა განწყობის თავისებურებანი, „მეცნიერება“, თბილისი, 1992
• ბავშვთა ფსიქოლოგიური დახმარება – მეთოდური სახელმძღვანელო სკოლა ინტერნატების და ინვალიდ ბავშვთა სახლების აღმზრდელებისა და ძიძებისათვის, (რედაქტორი), „ნეკერი“, თბილისი, 1999
• კარი III, IV წიგნში: უნარშეზღუდული ბავშვების სოციალური ინტეგრაციის პედაგოგიური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო ასპექტები (კოლექტიური მონოგრაფია), თბილისი, 2002
• თავი#10, განსაკუთრებული მოსწავლეები, თავი#11, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები წიგნში: „განათლების ფსიქოლოგია“, კურიკულუმი პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, 2002
• ნ. ჯავახიშვილი, ქ. მაყაშვილი, დარგობრივი დოკუმენტი განათლების მეცნიერებასა და მასწავლებელთა განათლებაში. წიგნში: „თუნინგ მიდგომების გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“ (პროექტის ანგარიში), თბილისი, 2009

სტატიები ჟურნალებში
• ბავშვის განვითარების საფეხურები, სირთულეები და მოგვარების გზები. ოჯახის მკურნალი, სამედიცინო პოპულარული ჟურნალი, N11, 2011.
• მარადიული სიხარულის წყარო, კარიბჭე, მართლმადიდებლური ჟურნალი, N6, 2009
• სკოლის ფსიქოლოგი – შუამავალი ბავშვს , მშობელსა და მასწავლებელს შორის. მასწავლებელი, პროფესიული ჟურნალი N2, 2008.

სტატიები გაზეთებში
• ინტერვიუ ქ. მაყაშვილთან: „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა განათლების ახალი სტრატეგია“, გაზეთი „ნათლის სვეტი“, (შეზღუდულ შესაძლებლობის ქალთა და ბავშვთა ასოციაცია „დეა“), N3 (46), გვ. 1-2, 2013

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
● შესავალი კურსი ფსიქოლოგიაში „ქცევისა და ურთიერთობის მიღმა“ (შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრები)
● კლინიკური ფსიქოლოგია (დარღვევები) (შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრები)
● კლინიკური ფსიქოლოგია (დიაგნოსტიკა) (შემოდგომის სემესტრი)
● პიროვნების ფსიქოლოგია და განწყობის თეორია (შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრები)
● ინკლუზიური განათლების ფსიქოლოგიური საკითხები (შემოდგომის სემესტრი)
● პრაქტიკა დაცული და მხარდაჭერითი დასაქმების სამუშაო ადგილებში (გაზაფხულის სემესტრი)
● საბაკალავრო სემინარი

მაგისტრატურა
● ფსიქოდიაგნოსტიკა ზრდასრულებში (გაზაფხულის სემესტრი)
● ბავშვთა და მოზარდთა პათოფსიქოლოგია (შემოდგომის სემესტრი)
● ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტიკა (შემოდგომის სემესტრი)
● ჯგუფური ფსიქოთერაპია (შემოდგომის სემესტრი)
● კლინიკური სუპერვიზია (გაზაფხულის სემესტრი)
● მასწავლებელთა კონსულტირება (შემოდგომის სემესტრი)
● ქვევითი თერაპიის დამატებითი და ალტერნატიული მეთოდები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან (გაზაფხულის სემესტრი)

დოქტორანტურა
● ფსიქოლოგიური ჩარევის ეფექტიანობის შეფასების მეთოდები (კვლევითი სემინარი)

ბაკალავრიატი
მოდული „აუტიზმი“ (2009-2012 სასწავლო წლები):
● აუტისტური სპექტრის დარღვევები, მადიაგნოსტირებელი გამოვლინებები და ამხსნელი თეორიები;
● აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებთან ფსიქოლოგიური მუშაობის ძირითადი, აგმენტატიური და ალტერნატიული მეთოდები (განთავსებით პრაქტიკის ადგილებში: აუტიზმის ცენტრის, განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის ცენტრის, მწვანე სახლის ბაზები);
● პრაქტიკის კურსი აუტიზმის მოდულისათვის (სუპერვიზია)
● კვლევითი სემინარი აუტიზმის მოდულისათვის

მოდული „ინკლუზიური განათლება და დასაქმება“ (2008-2013 სასწავლო წლები):
● თერაპიული ოკუპაციის კონცეპტუალური ჩარჩო;
● ეფექტიანი სკოლა ცხოვრებაში თანამონაწილეობისათვის;
● პრაქტიკა დაცული და მხარდაჭერითი დასაქმების ადგილებში (მ. ბაგრატიონთან ერთად);
● თანამშრომლობის ხელშეწყობა სოციალური ინკლუზიისათვის ( ნ. ბერიკაშვილთან ერთად);
● ფსიქოლოგიური შეფასება და ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები;
● სპეც კურსი ფსიქოლოგიურ შეფასებაში (დ. კახიანთან ერთად);
● კვლევითი სემინარი ფსიქოლოგებისათვის: ასაკობრივი ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები (ნ. ცხვედაძესთან ერთად);
● პროფესიული პრაქტიკა გამოყენებით ფსიქოლოგიაში (რ. კორინთელთან ერთად).

მაგისტრატურა
პროგრამა „სკოლის ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი“ (2006-2013 სასწავლო წლები)
● ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების საფუძვლები (შემოდგომის სემესტრი დ. კახიანთან , რ. კორინთელთან ერთად)
● სასკოლო კურიკულუმი და სკოლის უსაფრთხოება (გაზაფხულის სემესტრი)
● სასკოლო და ტრანზიტული პერიოდების მოსწავლეთა ფსიქოლოგია (გაზაფხულის სემესტრი)
● მასწავლებელთა და მშობელთა კონსულტირება (შემოდგომის სემესტრი დ. კახიანთან ერთად )
● ჯგუფური ფსიქოლოგიური მუშაობა (შემოდგომის სემესტრი რ. კორინთელთან ერთად)

დოქტორანტურა
● იდენტობის ლაკუნები, ფსიქო-სოციალური ინპაქტი და ფსიქოლოგიური ჩარევის ეფექტიანობა;
● ფსიქოკონსულტირების საუნივერსიტეტო სწავლების პრობლემები;
● კლინიკური ფსიქოლოგია და ფსიქოდიაგნოსტიკის მეთოდები.

სხვა ლექციები
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფსიქოკორექციისა და კორექციული პედაგოგიკის კათედრაზე წაკითხული ლექციები (1998-2005 სასწავლო წლები):
● თეორიები პიროვნების ფსიქოლოგიაში;
● ფსიქოდიაგნოსტიკა;
● ფსიქიკური განვითარების დარღვევები, დიაგნოსტიკა და კორექცია;
● განვითარების ფსიქოპათოლოგია;
● ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპია;
● ინკლუზიური განათლება ხარისხიანი განათლება;
● შესავალი სკოლის ფსიქოლოგიაში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში წაკითხული ლექციები (1989-1997 სასწავლო წლები):

● ფსიქიკური განვითარების დარღვევები და მათი დიაგნოსტიკა

  • „როგორ მოვემზადოთ სასერტიფიკატო გამოცდებისათვის“ – პროფესიული უნარების კრებული, ქ. მაყაშვილის რეკომენდაციებით და რედაქციით. გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2008.